
ნეშტთა შორისა ა 1:43 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აჰა, ის მეფენი, ედომის ქვეყნად რომ მეფობდნენ, ვიდრე ისრაელიანებში გამეფდებოდა მეფე: ბეყალი, ძე ბეორისა. მისი ქალაქის სახელი იყო დინჰაბა.
ნეშტთა შორისა ა 1:43 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 1:43 კონტექსტში
1:41ყანას ძე დიშონი. დიშონის ძენი: ხამრანი, ეშბანი, ითრანი, ქერანი.
1:42ეცერის ძენი: ბილჰანი, ზაყავანი, იაყაკანი. დიშონის ძენი: ყუცი და არანი.
1:43აჰა, ის მეფენი, ედომის ქვეყნად რომ მეფობდნენ, ვიდრე ისრაელიანებში გამეფდებოდა მეფე: ბეყალი, ძე ბეორისა. მისი ქალაქის სახელი იყო დინჰაბა.
1:44მოკვდა ბეყალი და მის ნაცვლად გამეფდა იობაზ ზერახის ძე, ბოცრელი.
1:45მოკვდა იობაბი და მის ნაცვლად გამეფდა ხუშანი, თემანის ქვეყნიდან.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 1:43
- რიცხვთა 24:17ვხედავ მას, მაგრამ არა ახლა; ვუყურებ მას, მაგრამ არა ახლოდან. ამოდის ვარსკვლავი იაკობისგან და იმართება კვერთხი ისრაელისგან, მოწყლავს მოაბის მთავრებს და გაანადგურებს შეთის მთელ მოდგმას.
- რიცხვთა 24:19დაეპატრონება იაკობისაგანი და გაანადგურებს ქალაქში დარჩენილთ.
- შესაქმე 49:10არ წაერთმევა კვერთხი იუდას, არც არგანი ფერხთა შუიდან, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა.
- შესაქმე 36:31აჰა, მეფეები, რომლებიც მეფობდნენ ედომის ქვეყანაში, ვიდრე ისრაელის მოდგმის მეფეები ეყოლებოდათ.
- შესაქმე 36:43თავკაცი მაგდიელი, თავკაცი ყირამი. ესენი არიან ედომის თავკაცნი თავ-თავიანთ სამკვიდრებელთა მიხედვით, მათ წილხვედრილ ქვეყანაში. ეს არის ესავი, ედომელთა მამამთავარი.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 1
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში