
ნეშტთა შორისა ა 10:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა გაიგეს გალაადის იაბეშელებმა, როგორ მოექცნენ ფილისტიმელნი საულს,
ნეშტთა შორისა ა 10:11 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 10:11 კონტექსტში
10:9გაძარცვეს იგი, აიღეს მისი თავი და საჭურველი და მოატარეს ფილისტიმელთა მთელი ქვეყნის ირგვლივ, რათა ეხარებინათ თავიანთი საკერპოებისთვის და ხალხისთვის.
10:10მისი საჭურველი თავიანთი ღმერთის ტაძარში დადეს, ხოლო მისი თავისქალა დაგონის სახლზე მიაჭედეს.
10:11როცა გაიგეს გალაადის იაბეშელებმა, როგორ მოექცნენ ფილისტიმელნი საულს,
10:12ადგა ყველა, ვინც ვაჟკაცი იყო, წამოიღეს საულისა და მისი ვაჟიშვილების გვამები, მოიტანეს იაბეშში და დამარხეს მათი ძვლები იაბეშში, მუხის ქვეშ. მერე შვიდი დღე მარხულობდნენ.
10:13მოკვდა საული თავისი ორგულობის გამო, რადგან ღალატობდა იგი უფალს, უფლის სიტყვას არ იცავდა და გამოსაკითხად მესულთანეს მიმართავდა.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 10:11
- მეფეთა ა 31:11ადგა ყველა, ვინც ვაჟკაცი იყო, მთელი ღამე იარეს, წამოიღეს საულისა და მისი ვაჟიშვილების გვამები, მოიტანეს იაბეშში და დაწვეს.
- მეფეთა ა 31:13ეს მოხდა საულის სიკვდილის შემდეგ, როდესაც დავითი დაბრუნდა ყამალეკზე გამარჯვებიდან და დარჩა დავითი ციკლაგში ორ დღეს.
- მეფეთა ბ 2:4მოვიდნენ იუდაელნი და სცხეს დავითი მეფედ იუდას სახლზე. ამასობაში შეატყობინეს დავითს, რომ გალაადის იაბეშელებს უკვე დაუმარხავთ საული.
- მეფეთა ბ 2:7ახლა მკლავი გაიმაგრეთ და ვაჟკაცურად იყავით; რადგან თუმცა მკვდარია თქვენი პატრონი საული, მაგრამ მე მცხო იუდას სახლმა თავის მეფედ.
- მეფეთა ა 11:1წამოვიდა ნახაშ ყამონელი და შემოადგა გალაადის იაბეშს. უთხრეს იაბეშელებმა ნახაშს: შეკარი კავშირი ჩვენთან და დაგემორჩილებით.
- მეფეთა ა 11:11მეორე დღეს სამ რაზმად გაჰყო საულმა ხალხი. დილის სახმილავზე შევიდნენ შუაგულ ბანაკში და შუადღის პაპანაქებამდე გაწყვიტეს ყამონელები. გადარჩენილნი კი ისე დაიფანტნენ, რომ ორს ერთად ვერ ნახავდა კაცი.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 10
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში