გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ნეშტთა შორისა ა 11:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ნეშტთა შორისა ა 11:24

ეს გააკეთა ბენაია იეჰოიადაყის ძემ და სახელი მოიხვეჭა სამ მოყმეს შორის.

ნეშტთა შორისა ა 11:24 · საქართველოს საპატრიარქო

ნეშტთა შორისა ა 11:24 კონტექსტში

11:22ბენაია იეჰოიადაყის ძე მაგარი ვაჟკაცი იყო, დიდ საქმეთა მქმნელი, კაბცეელიდან. მან დაამარცხა ორი მოაბელი ლომკაცი; ის ჩავიდა ორმოში და მოკლა ლომი თოვლიან დღეს.

11:23მანვე მოკლა ეგვიპტელი კაცი, ხუთი წყრთის სიმაღლისა; შუბი ისე ეჭირა ეგვიპტელს ხელში, როგორც ფეიქარს საქსოვი ლილვი. ჩაუხტა კეტით, ხელიდან გამოსტაცა ეგვიპტელს შუბი და მისივე შუბით განგმირა.

11:24ეს გააკეთა ბენაია იეჰოიადაყის ძემ და სახელი მოიხვეჭა სამ მოყმეს შორის.

11:25ოცდაათისგან გამოირჩეოდა, მაგრამ სამს ვერ უტოლდებოდა. თავის მცველთა მეთაურად დანიშნა იგი დავითმა.

11:26მებრძოლთა მეთაურნი იყვნენ: ყასაელი, იოაბის ძმა, ელხანან დოდოს ძე, ბეთლემელი,

განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 11

სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში