
ნეშტთა შორისა ა 12:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მათ პირველ თვეში გადალახეს იორდანე, როდესაც ადიდებული მდინარე ნაპირებიდან გადმოდიოდა. მათ აღმოსავლეთითა და დასავლეთით განდევნეს ამ ველის მკვიდრნი.
ნეშტთა შორისა ა 12:15 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 12:15 კონტექსტში
12:13მეათე - იერემიაჰუ, მეთერთმეტე - მაქბანაი.
12:14ესენი იყვნენ გადის ძეთაგანნი, მხედრობის მეთაურნი. ყველაზე ნაკლები ერთი ასს უმკლავდებოდა და ყველაზე დიდი - ათასს.
12:15მათ პირველ თვეში გადალახეს იორდანე, როდესაც ადიდებული მდინარე ნაპირებიდან გადმოდიოდა. მათ აღმოსავლეთითა და დასავლეთით განდევნეს ამ ველის მკვიდრნი.
12:16ბენიამინისა და იუდას ძეთაგანაც მოვიდნენ დავითთან საფარში.
12:17გამოეგება მათ დავითი, გამოელაპარაკა და უთხრა: თუ სამშვიდობოდ და დამხმარედ მოსულხართ ჩემთან, გიერთგულებთ; თუ იმისთვის მოხვედით, რომ ჩემი მტრის ხელში მზაკვრულად მიმცეთ, აჰა, ჩემი ხელი სუფთაა, დაე, ჩვენი მამა-პაპის ღმერთმა იხილოს ეს და განსაჯოს.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 12:15
- იესო ნავეს ძე 3:15როგორც კი კიდობნის მტვირთველები მიადგნენ იორდანეს და ფეხი ჩადგეს ნაპირის წყალში (მკათათვეში ნაპირებზე გადმოდის იორდანე),
- იესო ნავეს ძე 4:18როგორც კი იორდანედან ამოვიდნენ მღვდლები, რომელთაც უფლის აღთქმის კიდობანი მოჰქონდათ და ხმელეთზე დაიდგა მღვდლების ტერფები, ისევ თავის ადგილას მოიქცა იორდანეს წყლები; როგორც გუშინ და გუშინწინ, იწყეს დინება თავის კალაპოტში.
- იერემია 12:5თუ ფეხით სირბილი გქანცავს, როგორ გაეჯიბრები ცხენებს? თუ მშვიდობიან ქვეყანაში უიმედოდ ხარ, რა გეშველება, როცა იორდანე ადიდდება?
- იერემია 49:19აჰა, ლომივით გამოდის იგი იორდანეს ჭალებიდან ნოყიერი საძოვრებისკენ. წამისყოფაში გავაქცევ ქვეყნიდან და ჩემს რჩეულს ჩავაბარებ მას. რადგან ვინ არის ჩემი მსგავსი? ვინ რას მიბრძანებს? რომელი მწყემსია, წინ რომ დამიდგეს?
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 12
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში