
ნეშტთა შორისა ა 12:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მშვილდ-ისრით შეიარაღებულნი, მარჯვენა-მარცხენით ქვისა და მშვილდ-ისრის მსროლელნი, საულის ძმათაგანნი, ბენიამინიდან:
ნეშტთა შორისა ა 12:2 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 12:2 კონტექსტში
12:1აჰა, ისინი, ციკლაგში რომ მივიდნენ დავითთან, როცა იგი ჯერ კიდევ საულ კიშის ძეს ემალებოდა, ისინი ომში შემწე მოყმეთა შორის იყვნენ,
12:2მშვილდ-ისრით შეიარაღებულნი, მარჯვენა-მარცხენით ქვისა და მშვილდ-ისრის მსროლელნი, საულის ძმათაგანნი, ბენიამინიდან:
12:3მეთაური ახიყეზერი და იოაში - შემაყა გიბყათელის ძენი, იზიელი და ფელეტი - ყაზმავეთის ძენი, ბერაქა და იეჰუ ყანათოთელნი,
12:4იშმაყია გაბაონელი, ერთ-ერთი მოყმე ოცდაათში და ოცდაათის მეთაური, იერემია, იახაზიელი, იოხანანი, იოზაბედ გედერათელი,
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 12:2
- მსაჯულნი 3:15მაშინ შეჰღაღადეს ისრაელიანებმა უფალს და გამოუჩინა მათ უფალმა მხსნელი აჰუდ გერას ძე, ბენიამინელი, ცაცია კაცი. ხარკი გაატანეს მას ისრაელიანებმა ყეგლონთან, მოაბის მეფესთან.
- მსაჯულნი 20:16მთელი აძ ხალხიდან შვიდასი რჩეული ვაჟკაცი ცაცია იყო, თითოეულ მათგანს ბეწვისთვის რომ ესროლა შურდულით ქვა, არ აუცდებოდა.
- მეფეთა ა 17:49ჩაჰყო ხელი დავითმა გუდაში და ამოიღო იქიდან ქვა, სტყორცნა შურდული და შიგ შუბლში მოარტყა ფილისტიმელს; შუბლში ჩაეჭედა ქვა და პირქვე დაემხო ფილისტიმელი.
- ნეშტთა შორისა ა 12:29საულის ძმები ბენიამინიანთაგან სამიათასნი იყვნენ. მათგან დიდი წილი საულის სახლში დარჩა.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 12
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში