
ნეშტთა შორისა ა 12:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აჰა, რიცხვი საომრად შეჭურვილ მეთაურთა, რომელნიც დავითთან ხებრონში მივიდნენ, რათა უფლის სიტყვისამებრ, საულის სამეფო გადაეცათ მისთვის.
ნეშტთა შორისა ა 12:23 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 12:23 კონტექსტში
12:21ისინი ეხმარებოდნენ დავითს ურდოთა წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან ყველანი მამაცი მოყმენი და ჯარის მეთაურები იყვნენ.
12:22დღიდან დღემდე მიედინებოდნენ დავითთან და ეხმარებოდნენ, ვიდრე მისი ლაშქარი ღვთის მხედრობასავით არ გაიზარდა.
12:23აჰა, რიცხვი საომრად შეჭურვილ მეთაურთა, რომელნიც დავითთან ხებრონში მივიდნენ, რათა უფლის სიტყვისამებრ, საულის სამეფო გადაეცათ მისთვის.
12:24იუდიანები, ფარ-შუბის მტვირთველნი, ექვსიათას რვაასნი იყვნენ, საომრად აღჭურვილნი.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 12:23
- ნეშტთა შორისა ა 11:10აჰა, დავითის მოყმეთა მთავარნი, რომელნიც მხარს უმაგრებდნენ მას მის სამეფოში ისრაელთან ერთად, მის გასამეფებლად, უფლის სიტყვისამებრ.
- მეფეთა ბ 2:3თავისთან მყოფი ხალხიც მოიყვანა დავითმა თავ-თავისი სახლებითურთ; დასახლდნენ ისინი ხებრონის ქალაქებში.
- მეფეთა ბ 2:4მოვიდნენ იუდაელნი და სცხეს დავითი მეფედ იუდას სახლზე. ამასობაში შეატყობინეს დავითს, რომ გალაადის იაბეშელებს უკვე დაუმარხავთ საული.
- მეფეთა ა 16:1უთხრა უფალმა სამუელს: როდემდის უნდა სწუხდე საულის გამო? ხომ განვაყენე იგი ისრაელზე მეფობისგან? აავსე შენი რქა ზეთით და წადი. ბეთლემელ იესესთან გგზავნი, რადგან მის შვილთა შორის დავიგულე ჩემთვის მეფე.
- მეფეთა ა 16:3მსხვერპლთან დაუძახე იესეს და მე გასწავლი, რაც უნდა გააკეთო; ზეთს სცხებ მას, ვისზედაც გეტყვი.
- ფსალმუნები 89:19მაშინ ელაპარაკე ხილვისას შენს წმიდანებს და ეთხარი: ვუბოძე დახმარება გმირს, ავამაღლე რჩეული ხალხისაგან.
- ფსალმუნები 89:20ვპოვე დავითი, მსახური ჩემი, წმიდა ზეთი ვცხე მას.
- ნეშტთა შორისა ა 10:14უფალს არ ეკითხებოდა. ამიტომ მოკლა იგი უფალმა და მისი სამეფო დავითს, იესეს ძეს მისცა.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 12
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში