
ნეშტთა შორისა ა 13:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შეწუხდა დავითი, რომ დაღუპა უფალმა ყუზა, და დღემდე იმ ადგილს ეწოდება ფერეც-ყუზა (ყუზას დაღუპვა).
ნეშტთა შორისა ა 13:11 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 13:11 კონტექსტში
13:9როცა ქიდონის კალოსთან მივიდნენ, ყუზამ ხელი შეაშველა კიდობანს, რადგან კინაღამ გადმოაგდეს ხარებმა.
13:10აენთო უფლის რისხვა ყუზაზე და იქვე დასცა იგი ღმერთმა კიდობანზე ხელის წაშველების გამო. და იქვე მოკვდა ღვთის წინაშე.
13:11შეწუხდა დავითი, რომ დაღუპა უფალმა ყუზა, და დღემდე იმ ადგილს ეწოდება ფერეც-ყუზა (ყუზას დაღუპვა).
13:12ღმერთის შეეშინდა დავითს იმ დღეს და თქვა: როგორ მოვა ჩემამდე ღვთის კიდობანი?
13:13არ ინდომა დავითმა უფლის კიდობნის თავისთან მიტანა დავითის ქალაქში და გეთელი ყობედ-ედომის კარ-მიდამოსკენ გადაახვევინა.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 13:11
- მეფეთა ბ 6:7აღიგზნო უფლის რისხვა ყუზას მიმართ და იქვე დასცა იგი ღმერთმა ამ ხელყოფისთვის, და იქვე მოკვდა იგი ღვთის კიდობანთან.
- იონა 4:4უთხრა უფალმა: მაგრად გამწარდი?
- შესაქმე 32:32ამიტომ არ ჭამენ დღემდე ისრაელიანები მენჯის ძარღვს, თეძოს სახსარზე, რომ არის, რადგან შეეხო ის იაკობის მენჯის ძვალს, თეძოს სახსარზე.
- იონა 4:9უთხრა ღმერთმა იონას: მაგრად გამწარდი იმ აყიროს გამო? მიუგო: მაგრად გავმწარდი, ლამის მოვკვდე.
- მეორე სთვლისაება 34:6დამარხეს იგი ველზე მოაბის ქვეყანაში ბეთ-ფეღორის წინ და არავინ იცის მისი საფლავი დღევანდლამდე.
- იესო ნავეს ძე 4:9ასევე თორმეტი ქვა დააწყობინა იესომ იორდანეს შუაგულში იმ ადგილას, სადაც ფეხი ედგათ უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველ მღვდლებს. დღემდე იქ აწყვია ის ქვები.
- მეფეთა ბ 6:9შეეშინდა უფლისა დავითს იმ დღეს და თქვა: როგორ მოვა ჩემამდე უფლის კიდობანი?
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 13
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში