
ნეშტთა შორისა ა 13:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დავითი და მასთან ერთად მთელი ისრაელი როკავდა ღვთის წინაშე მთელი ძალ-ღონით; მღეროდნენ და უკრავდნენ ქნარებს, ბობღნებს, დაფდაფებს, ჩანგებსა და წინწილებს.
ნეშტთა შორისა ა 13:8 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 13:8 კონტექსტში
13:6ავიდა დავითი და მთელი ისრაელი ბაყალთაში, კირიათ-იეყარიმში, იუდას რომ ეკუთვნის, რათა იქიდან წამოებრძანებინათ კიდობანი ღვთისა, ქერუბიმებზე მჯდომარე უფლისა, რომელიც ამ სახელით იწოდება.
13:7დაასვენეს ღვთის კიდობანი ახალ ურემზე და წამოაბრძანეს აბინადაბის სახლიდან. ურემს ყუზა და ახიო მიჰყვებოდნენ.
13:8დავითი და მასთან ერთად მთელი ისრაელი როკავდა ღვთის წინაშე მთელი ძალ-ღონით; მღეროდნენ და უკრავდნენ ქნარებს, ბობღნებს, დაფდაფებს, ჩანგებსა და წინწილებს.
13:9როცა ქიდონის კალოსთან მივიდნენ, ყუზამ ხელი შეაშველა კიდობანს, რადგან კინაღამ გადმოაგდეს ხარებმა.
13:10აენთო უფლის რისხვა ყუზაზე და იქვე დასცა იგი ღმერთმა კიდობანზე ხელის წაშველების გამო. და იქვე მოკვდა ღვთის წინაშე.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 13:8
- ფსალმუნები 150:3ადიდეთ იგი ბუკის ცემით, ადიდეთ იგი ჩანგით და ქნარით.
- ფსალმუნები 150:5ადიდეთ იგი ტკბილხმოვანი წინწილებით, ადიდეთ იგი მაღალხმოვანი წინწილებით.
- ნეშტთა შორისა ა 15:10ყუზიელიანთაგან: სარდალი ყამინადაბი და მისი მოძმენი - თორმეტნი.
- ნეშტთა შორისა ა 15:24მღვდლები შებანიაჰუ, იოშაფატი, ნეთანელი, ყამასა, ზაქარიაჰუ, ბენიაჰუ და ელიყაზარი საყვირს უკრავდნენ ღვთის კიდობნის წინაშე. ყობედ-ედომი და იხია კი კიდობნის კარისმცველნი იყვნენ.
- მეფეთა ბ 6:5დავითი და მთელი ისრაელის სახლი უკრავდნენ უფლის წინაშე კვიპაროსის ხის საკრავებს, ქნარებს, ბობღნებს, დაფდაფებს, ჩანგებსა და წინწილებს.
- მეფეთა ბ 6:23მელქოლას, საულის ასულს, არ ჰყოლია შვილი სიკვდილის დღემდე.
- ნეშტთა შორისა ა 23:5ოთხიათასი კარისმცველი იყო, ოთხიათასი კი იმ საკრავებით ადიდებდა უფალს, რომელნიც დავითმა გააკეთა.
- ნეშტთა შორისა ა 16:5ასაფი მათი მეთაური იყო, ზაქარია - მისი მომდევნო, იეყიელი, შემირამოთი, იეჰიელი, მათითია, ელიაბი, ბენიაჰუ, ყობედ-ედომ და იეყიელი ბობღნებსა და ქნარებზე იყვნენ. ხოლო ასაფი წინწილების დამკვრელი იყო.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 13
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში