
ნეშტთა შორისა ა 17:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იძლიეროს და იდიდოს შენმა სახელმა სამარადისოდ, თქვან: უფალი ღმერთი ისრაელისა ღმერთობს ისრაელზე! მტკიცე იყოს შენ წინაშე შენი მორჩილის დავითის სახლი,
ნეშტთა შორისა ა 17:24 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 17:24 კონტექსტში
17:22შენ შეჰქმენ შენი ერი, ისრაელი, რომ შენი ერი ყოფილიყო სამარადისოდ და შენ, უფალო, მათი ღმერთი ყოფილიყავი.
17:23ახლა კი, უფალო, ეს სიტყვა, რომელიც თქვი შენს მორჩილზე და მის სახლზე, განმტკიცდეს სამარადისოდ, და ქმენი ისე, როგორც ნაბრძანები გაქვს.
17:24იძლიეროს და იდიდოს შენმა სახელმა სამარადისოდ, თქვან: უფალი ღმერთი ისრაელისა ღმერთობს ისრაელზე! მტკიცე იყოს შენ წინაშე შენი მორჩილის დავითის სახლი,
17:25რადგან შენ გამოუცხადე ღმერთო, შენს მორჩილს, სახლს აგიშენებო. ამიტომ გაუწია გულმა შენს მორჩილს ასეთი ლოცვით ელოცა შენ მიმართ.
17:26ახლა, უფალო ჩემო, ღმერთი ხარ შენ და შენი მორჩილისათვის ეს სიკეთე გაქვს გამოცხადებული.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 17:24
- იოანე 17:1ასე რომ იუბნა იესომ, ზეცად აღაპყრო თვალი და თქვა: მამაო, მოვიდა ჟამი: განადიდე შენი ძე, რათა ძემაც განგადიდოს შენ.
- ნეშტთა შორისა ბ 6:33ისმინე ციდან, შენი სამყოფელიდან, და შეუსრულე, რასაც შეგთხოვს უცხოელი, რომ მთელი ქვეყნის ხალხებმა გაიგონონ შენი სახელი და შიში მიეცეთ შენი ერის, ისრაელის მსგავსად, რათა იცოდნენ, რომ შენი სახელი ჰქვია ამ სახლს, მე რომ ავაშენე.
- ფსალმუნები 90:17და იყოს კეთილმოსურნეობა უფლისა, ჩვენი ღმერთისა, ჩვენდამი, და საქმე ჩვენი ხელისა წარმართე ჩვენთვის, და საქმე ჩვენი ხელისა წარმართე.
- ებრაელთა მიმართ 8:10აი, ეს იქნება აღთქმა, იმ დღეთა შემდგომ რომ აღვუთქვამ ისრაელის სახლს, ამბობს უფალი: ჩავდებ ჩემს რჯულს მათ გონებაში, და მათ გულებზე დავაწერ მას; და ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი.
- მათეს სახარება 6:13და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ბოროტისაგან, რადგან შენია სუფევა და ძალი და დიდება უკუნისამდე. ამინ.
- იერემია 31:1იმხანად, ამბობს უფალი, ისრაელის ყველა ტომის ღმერთი ვიქნები და ჩემი ერი იქნებიან ისინი.
- მათეს სახარება 6:9ხოლო ლოცვით ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი.
- გამოცხადება 21:3და მომესმა მგრგვინავი ხმა ტახტით, რომელმაც თქვა: აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის, რომელიც დაემკვიდრება მათში, და თვით ღმერთი იქნება მათთან.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 17
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში