
ნეშტთა შორისა ა 19:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და წავიდნენ. შეატყობინეს დავითს ამ კაცების ამბავი. გაგზავნა კაცები მათ შესაგებებლად, რადგან ძალზე შეურაცხყოფილნი იყვნენ. უთხრა მეფემ: იერიქონში დარჩით, ვიდრე წვერი მოგეზრდებოდეთ და მერე დაბრუნდით.
ნეშტთა შორისა ა 19:5 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 19:5 კონტექსტში
19:3უთხრეს ყამონიანთა მთავრებმა ხანუნს: ნუთუ მამაშენის პატივისცემის გამო გიგზავნის დავითი ნუგეშისმცემლებს? იქნებ იმისთვის გამოგზავნა დავითმა თავისი მორჩილნი, რომ დაზვეროს ქვეყანა, მიათვალ-მოათვალიეროს და მერე დააქციოს?
19:4შეიპყრო ხანუნმა დავითის მორჩილნი და ნახევარი წვერი მოპარსა, წელამდე შემოაჭრა ნახევარი სამოსელი და გაისტუმრა.
19:5და წავიდნენ. შეატყობინეს დავითს ამ კაცების ამბავი. გაგზავნა კაცები მათ შესაგებებლად, რადგან ძალზე შეურაცხყოფილნი იყვნენ. უთხრა მეფემ: იერიქონში დარჩით, ვიდრე წვერი მოგეზრდებოდეთ და მერე დაბრუნდით.
19:6დაინახეს ყამონიანებმა, რომ თავი შეაძულეს დავითს. გაგზავნეს ხანუნმა და ყამონიანებმა ათასი ქანქარი ვერცხლი ეტლებისა და მხედრების დასაქირავებლად შუამდინარელი არამელებისგან და მაყაქასა და ცობას არამელებისგან.
19:7იქირავეს ოცდათორმეტი ათასი ეტლი და მაყაქას მეფე თავისი ხალხით. მოვიდნენ და მედიბას წინ დაბანაკდნენ. ყამონიანები კი ერთად შეიყარნენ და საომრად გამოემართნენ.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 19:5
- მსაჯულნი 16:22ამასობაში იწყო თმამ წამოზრდა მის გადაპარსულ თავზე.
- მათეს სახარება 18:31ეს რომ მისმა ამხანაგებმა დაინახეს, ძალიან შეწუხდნენ, წავიდნენ და მეფეს მოახსენეს ყველაფერი, რაც მოხდა.
- იესო ნავეს ძე 6:24ცეცხლს მისცეს ქალაქი და ყველაფერი, რაც შიგ იყო. მხოლოდ ოქრო-ვერცხლი და სპილენძისა და რკინის ჭურჭელი უფლის სახლის საგანძურისათვის გადადეს.
- იესო ნავეს ძე 6:26მაშინ დაიფიცა იესომ: წყეულიმც იყოს უფლის წინაშე ის კაცი, ვინც აღადგენს და ააშენებს ამ ქალაქს, იერიხონს. თავის პირმშოზე დააფუძნებს მას და თავის უმცროსზე დადგამს მის კარიბჭეს.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 19
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში