
ნეშტთა შორისა ა 2:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მათი დები: ცერუია და აბიგაილი. ცერუიას ძენი: აბშაი, იოაბი და ყასაელი - სამნი.
ნეშტთა შორისა ა 2:16 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 2:16 კონტექსტში
2:14მეოთხე - ნეთანელი, მეხუთე - რადაი,
2:15მეექვსე - ოცემი, მეშვიდე - დავითი.
2:16მათი დები: ცერუია და აბიგაილი. ცერუიას ძენი: აბშაი, იოაბი და ყასაელი - სამნი.
2:17აბიგაელმა შვა ყამასა. ყამასას მამა იეთერი ისმაელიანი იყო.
2:18ქალებს, ხეცრონის ძეს, ყაზუბასაგან, თავისი ცოლისგან, და იერიყოთისაგან შვილები შეეძინნენ. აჰა, მისი ძენი: იეშერი, შობაბი და არდონი.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 2:16
- მეფეთა ა 26:6მივიდნენ ღამით დავითი და აბიშაი ხალხთან და, აჰა, ხედავენ, წევს მძინარე საული შუაგულ ბანაკში, და მისი შუბი სასთუმალთან არის ჩარჭობილი მიწაში. აბნერი და ხალხი მის ირგვლივ წვანან.
- მეფეთა ბ 3:39მე დღეს სუსტი ვარ, თუმცა ცხებული მეფე ვარ. ეს ხალხი კი, ცერუიას შვილები, ჩემზე ძლიერნი არიან. მიუზღოს უფალმა ბოროტმოქმედს მისი ბოროტების წილ!
- მეფეთა ბ 16:9უთხრა აბიშაი ცერუიას ძემ მეფეს: რისთვის აგინებს ეს მკვდარი ძაღლი ჩემს მეფე-ბატონს? წავალ და თავს წავაცლი!
- მეფეთა ბ 16:11უთხრა დავითმა აბიშაის და თავის მორჩილთ: ხომ ხედავთ, ჩემი ღვიძლი შვილი მოსაკლავად მომდევს და ამ ბენიამინელს რაღა მოვკითხო? თავი დაანებეთ, იწყევლებოდეს, უფალს ასე უბრძანებია.
- მეფეთა ბ 2:18იქ იმყოფებოდა ტერუიას სამი ვაჟი - იოაბი, აბიშაი და ყასაელი. ყასაელი ფეხმარდი იყო, როგორც ქურციკი, მინდორში.
- მეფეთა ბ 2:23არ მოინდომა მან გაცლა და უკუსცა აბნერმა მას შუბი მუცელში და მეორე მხარეს გაატანა შუბმა. იქვე დაეცა ყასაელი და ადგილზევე მოკვდა. ვინც კი მოდიოდა იმ ადგილას, სადაც დაეცა ყასაელი და მოკვდა, ყველა ჩერდებოდა.
- მეფეთა ბ 19:22თქვა დავითმა: რა საქმე მაქვს თქვენთან ცერუიას ძენო, რომ კრიჭაში მიდგეხართ დღეს? განა ვინმე შეიძლება მოკვდეს დღეს ისრაელში? განა მე არ ვიცი, რომ დღეს ისრაელის მეფე ვარ?
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 2
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში