
ნეშტთა შორისა ა 2:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იუდას ძენი: ყერი, ონანი და შელა. ქანაანელი შუაყის ასულისგან მას სამი შეეძინა. იუდას პირმშო ყერი ბოროტი იყო უფლის თვალში, ამიტომ მოაკვდინა იგი.
ნეშტთა შორისა ა 2:3 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 2:3 კონტექსტში
2:1ესენი არიან ისრაელის ძენი: რეუბენი, სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი, ზებულუნი,
2:2დანი, იოსები, ბენიამინი, ნაფთალი, გადი და აშერი.
2:3იუდას ძენი: ყერი, ონანი და შელა. ქანაანელი შუაყის ასულისგან მას სამი შეეძინა. იუდას პირმშო ყერი ბოროტი იყო უფლის თვალში, ამიტომ მოაკვდინა იგი.
2:4თამარმა, მისმა რძალმა, შვა ფერეცი და ზარახი. იუდას სულ ხუთი ვაჟი ჰყავდა.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 2:3
- შესაქმე 38:2დაინახა იქ იუდამ ქანაანელი კაცის, სახელად შუაყის, ასული, მოიყვანა და შევიდა მასთან:
- შესაქმე 38:10არ მოეწონა უფალს მისი საქციელი და ისიც მოაკვდინა.
- რიცხვთა 26:19იუდიანები: ყერი და ონანი; დაიხოცნენ ყერი და ონანი ქანაანის ქვეყანაში.
- შესაქმე 46:12იუდას ძენი: ყერი, ონანი, შელა, ფარეცი და ზარახი. ყური და ონანი ქანაანის ქვეყანაში დაიხოცნენ. ფარეცის ძენი იყვნენ ხეცრონი და ხამული.
- ნეშტთა შორისა ა 9:5შილონისგან იყვნენ: მისი პირმშო ყასაია და მისი ძენი.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 2
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში