
ნეშტთა შორისა ა 21:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა მეფე დავითმა ორნანს: არა, სრულ საფასურად უნდა ვიყიდო შენგან, რადგან უფალს ვერც შენს საკუთრებას შევწირავ და ვერც მუქთა აღსავლენს.
ნეშტთა შორისა ა 21:24 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 21:24 კონტექსტში
21:22უთხრა დავითმა ორნანს: მომეცი შენი კალოს ადგილი და უფლის სამსხვერპლოს ავაშენებ მასზე, სრულ საფასად მომეცი, რათა განერიდოს ხალხს ჟამი.
21:23უთხრა ორნანმა დავითს: აიღოს და გააკეთოს მეფე ბატონმა, რაც ენებოს. აჰა, ხარები აღსავლენ მსხვერპლად მომირთმევია, კევრები შეშად, ხორბალი - საძღვნოდ. ყველაფერს ვიძლევი.
21:24უთხრა მეფე დავითმა ორნანს: არა, სრულ საფასურად უნდა ვიყიდო შენგან, რადგან უფალს ვერც შენს საკუთრებას შევწირავ და ვერც მუქთა აღსავლენს.
21:25ამ ადგილის საფასურად დავითმა ექვსასი შეკელი ოქრო მისცა ორნანს.
21:26იმ ადგილას აუგო დავითმა უფალს სამსხვერპლო, მიიტანა აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი. და მოუხმო უფალს. მან კი აღსავლენის სამსხვერპლოზე ზეციდან ცეცხლის მოცემით უპასუხა.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 21:24
- შესაქმე 14:23თუ ძაფი ან ფეხსამოსის თასმა ავიღო იქიდან, რაც შენ გეკუთვნის. არ გათქმევინებ, მე გავამდიდრეო აბრამი.
- მალაქია 1:12თქვენ კი შელახეთ იგი თქვენი ნათქვამით: უფლის ტაბლა წაბილწულიაო და ნაყოფი მისი შესაზიზღიაო საჭმელად.
- მალაქია 1:14წყეულიმც იყოს ის თვალთმაქცი, ვისაც მამალი პირუტყვი ჰყავს ფარაში, მაგრამ დასაჩიხრებულს აღუთქვამს მსხვერპლად უფალს! რადგან დიდი მეფე ვარ მე, ამბობს ცაბაოთ უფალი, და საშინელია ჩემი სახელი ხალხებში.
- შესაქმე 23:13ასე ელაპარაკა ყეფრონს ქვეყნის ერის გასაგონად: თუ თანახმა ხარ, აიღე მინდვრის საფასური, გამომართვი და დავმარხავ იქ ჩემს მკვდარს.
- მეორე სთვლისაება 16:16წელიწადში სამჯერ უნდა გამოცხადდეს ყოველი შენი მამროვანი უფლის, შენი ღვთის წინაშე უფუარობის დღესასწაულზე, შვიდეულის დღესასწაულზე და კარვობის დღესასწაულზე, იმ ადგილას, რომელსაც არჩევს იგი. ხელცარიელი არავინ გამოცხადდეს უფლის წინაშე.
- მეორე სთვლისაება 16:17ყველას ძღვენი გეჭიროთ ხელში უფლის, შენი ღმერთის კურთხევის კვალობაზე, როგორც მოუცია შენთვის.
- რომაელთა მიმართ 12:17ბოროტის წილ ნურავის მიაგებთ ბოროტს; ეცადეთ კეთილი უყოთ ყველას.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 21
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში