
ნეშტთა შორისა ა 21:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა დავითმა ღმერთს: დიდად შევცოდე, ეს რომ გავაკეთე. ახლა მიუტევე, უფალო, შეცოდება შენს მორჩილს, რადგან უგუნურად მოვიქეცი.
ნეშტთა შორისა ა 21:8 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 21:8 კონტექსტში
21:6ლევიანები და ბენიამინიანები მათ შორის არ აღურიცხავს, რადგან არ მოეწონა იოაბს მეფის სიტყვა.
21:7ბოროტი იყო ეს საქმე ღვთის თვალში, ამიტომ დაამარცხა ისრაელი.
21:8უთხრა დავითმა ღმერთს: დიდად შევცოდე, ეს რომ გავაკეთე. ახლა მიუტევე, უფალო, შეცოდება შენს მორჩილს, რადგან უგუნურად მოვიქეცი.
21:9დაელაპარაკა უფალი დავითის მისანს და უთხრა:
21:10წადი და დავითს უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი: სასჯელს შემოგთავაზებ და ერთ-ერთი ამოირჩიე, რომ დაგსაჯო.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 21:8
- მეფეთა ბ 12:13უთხრა დავითმა ნათანს: შევცოდე უფალს. უთხრა ნათანმა დავითს: უფალმაც მოგიტევა ცოდვა, არ მოკვდები.
- ფსალმუნები 51:1გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. რაჟამს მივიდა მასთან ნათან წინასწარმეტყველი, მას შემდეგ, როცა ბათ-შებაყთან შევიდა. შემიწყალე, ღმერთო, შენი წყალობისამებრ, შენი მრავალი შებრალებისამებრ წაშალე ჩემი დანაშაული.
- ფსალმუნები 51:3რადგან ვიცი ჩემი დანაშაული და ჩემი ცოდვა მუდამ თვალწინ მიდგას.
- იოანეს ეპისტოლე ა 1:9თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, სანდო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უსამართლობისაგან.
- ლუკას სახარება 15:18ავდგები, მივალ მამაჩემთან და ვეტყვი: მამი, ვცოდე ცის მიმართ და შენ წინაშე.
- ლუკას სახარება 15:19და აღარა ვარ იმისი ღირსი, რომ შენი ძე მერქვას, მაგრამ მოჯამაგირედ მაინც დამიყენე.
- იოანე 1:29მეორე დღეს დაინახა მისკენ მომავალი იესო და თქვა: აჰა, ტარიგი ღმრთისა, რომელიც იტვირთავს ქვეყნის ცოდვებს.
- მეფეთა ბ 13:13სადღა გამოვჩნდე შერცხვენილი? შენც ერთი საძაგელი კაცის სახელს დაიგდებ ისრაელში. სთხოვე მეფეს, არ დაგიჭერს ჩემს თავს.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 21
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში