
ნეშტთა შორისა ა 22:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თქვა დავითმა: აჰა, უფლის, ღვთის სახლი და აღსავლენის სამსხვერპლო ისრაელისათვის.
ნეშტთა შორისა ა 22:1 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 22:1 კონტექსტში
22:1თქვა დავითმა: აჰა, უფლის, ღვთის სახლი და აღსავლენის სამსხვერპლო ისრაელისათვის.
22:2ბრძანება გასცა დავითმა, რომ თავი მოეყარათ ხიზნებისათვის, რომელნიც ისრაელის ქვეყნად იყვნენ, და განაწესა ისინი ქვისმთლელებად, რომ ღვთის სახლის ასაშენებლად ქვები დაეთალათ.
22:3დავითმა დიდძალი რკინა გაიღო კარიბჭის ლურსმებისა და კაუჭების დასამზადებლად. ხოლო დახარჯულ სპილენძს ხომ წონა არ ჰქონდა.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 22:1
- ნეშტთა შორისა ბ 3:1შეუდგა სოლომონი უფლის სახლის შენებას იერუსალიმში, მორიას მთაზე, სადაც ნაჩვენები ჰქონდა დავითს, მამამისს, იმ ადგილას, დავითმა რომ მოამზადა ორნა იებუსელის კალოზე.
- ნეშტთა შორისა ა 21:18უფლის ანგელოზმა დავითისთვის სათქმელად უთხრა გადს: ადგეს და უფლის სამსხვერპლო ააგოს დავითმა ორნან იებუსელის კალოზე.
- ნეშტთა შორისა ა 21:28იმ დროს, როცა დავითმა დაინახა, რომ უფალმა პასუხი გასცა მას ორნან იებუსელის კალოზე, იქ შესწირა მსხვერპლი.
- შესაქმე 28:17შეშინდა და თქვა: რა საშიში ყოფილა ეს ადგილი! სხვა რა უნდა იყოს, თუ არა უფლის სახლი; ეს ცათა კარიბჭეა!
- ნეშტთა შორისა ბ 6:5იმ დღიდან, რაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე ჩემი ერი, ისრაელის არცერთ ტომში არ ამირჩევია ქალაქი სახლის ასაშენებლად, რათა იქ დამკვიდრებელიყო ჩემი სახელი და კაციშვილი არ ამირჩევია, ჩემი ერის, ისრაელის წინამძღოლად.
- ნეშტთა შორისა ბ 6:6მხოლოდ იერუსალიმი ავირჩიე ჩემი სახელის დასამკვიდრებლად, და დავითი ავირჩიე ჩემს ერზე, ისრაელზე დასადგენად.
- მეფეთა ბ 24:18მოვიდა დავითთან გადი იმავე დღეს და უთხრა: წადი და აღუმართე უფალს სამსხვერპლო ორნა იებუსეველის კალოზე.
- ნეშტთა შორისა ბ 32:12განა მაგ იეხიზკიაჰუმ არ დაანგრია მისი გორაკები და სამსხვერპლოები? განა ასე არ უთხრა იუდასა და იერუსალიმს, ერთი სამსხვერპლოს წინაშე უნდა სცეთო თაყვანი და მასზე უნდა აკმიოთო საკმეველი?
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 22
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში