
ნეშტთა შორისა ა 22:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თქვა დავითმა: ჩემი ძე სოლომონი ყმაწვილია და სუსტი, უფლისთვის ასაშენებელი სახლი კი ყველაზე დიდებული, სახელგანთქმული და მშვენიერი უნდა იყოს მთელ ქვეყანაზე. ამიტომ ყველაფერს გავუმზადებ მას. სიკვდილის წინ დავითმა მოამარაგა იგი.
ნეშტთა შორისა ა 22:5 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 22:5 კონტექსტში
22:3დავითმა დიდძალი რკინა გაიღო კარიბჭის ლურსმებისა და კაუჭების დასამზადებლად. ხოლო დახარჯულ სპილენძს ხომ წონა არ ჰქონდა.
22:4არც კედარის ძელებს ჰქონდა თვლა, რადგან ციდონელებსა და ტვიროსელებს მოჰქონდათ დავითისთვის.
22:5თქვა დავითმა: ჩემი ძე სოლომონი ყმაწვილია და სუსტი, უფლისთვის ასაშენებელი სახლი კი ყველაზე დიდებული, სახელგანთქმული და მშვენიერი უნდა იყოს მთელ ქვეყანაზე. ამიტომ ყველაფერს გავუმზადებ მას. სიკვდილის წინ დავითმა მოამარაგა იგი.
22:6დაუძახა თავის ძეს, სოლომონს, და უფლისთვის, ისრაელის ღმერთისთვის, სახლის აგება უანდერძა.
22:7უთხრა დავითმა თავის ძეს, სოლომონს: შვილო, გულით მეწადა უფლის, ღმერთის სახელისთვის სახლი ამეგო.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 22:5
- ნეშტთა შორისა ა 29:1უთხრა დავით მეფემ მთელ კრებულს: სოლომონი, ჩემი ძე, რომელიც უფალმა ამოირჩია, ნორჩია და სუსტი, ეს საქმე კი ძალზე დიდია, რადგან ეს შენობა კაცისთვის კი არ არის, არამედ უფლისთვის, ღვთისთვის.
- იოანე 13:1პასექის დღესასწაულის წინ იცოდა იესომ, რომ მოაწია მისმა ჟამმა, რათა გასულიყო ამ ქვეყნიდან მამამისთან მისასვლელად, ვინაიდან შეიყვარა თავისიანები, რომლებიც იყვნენ ამ ქვეყნად, და შეიყვარა ისინი აღსასრულამდე.
- იოანე 3:30ის უნდა იზარდოს, მე კი დავკნინდე.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 1:13მართებულად მიმაჩნია, ვიდრე ამ კარავში ვარ, შეხსენებით გამოგაფხიზლოთ.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 1:15ასე რომ, ვეცდები ჩემი წასვლის შემდეგაც ყოველთვის იხსენებდეთ ამას.
- ეზრა 3:12ბევრი მღვდელი და ლევიანი, მამისსახლთა თავკაცნი, მოხუცებულნი, რომელთაც ნანახი ჰქონდათ პირვანდელი ტაძარი, ხმამაღლა ტიროდნენ, როცა მათ თვალწინ საძირკველი ეყრებოდა ტაძარს; ბევრნი სიხარულის ყიჟინას სცემდნენ.
- იოანე 9:4ჩვენ გვმართებს, სანამდის დღეა, ვაკეთოთ ჩემი მომავლინებლის საქმე; მოდის ღამე, როცა ვეღარავინ შესძლებს კეთებას.
- ნეშტთა შორისა ბ 7:21ყველა, ვინც კი ჩაუვლის ამ სახლს, ერთ დროს აღზევებულს, გაოგნდება და იტყვის: ასე რისთვის მოექცა უფალი ამ ქვეყანას და ამ სახლს?
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 22
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში