
ნეშტთა შორისა ა 23:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ელყაზარი ისე მოკვდა, რომ ვაჟი არ ჰყოლია, მხოლოდ ასულები დარჩა. ისინი კიშის ძეებმა, ბიძაშვილებმა, შეირთეს.
ნეშტთა შორისა ა 23:22 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 23:22 კონტექსტში
23:20ყუზიელის ძენი: მიქა - უფროსი, იშია - მეორე.
23:21მერარის ძენი: მახლი და მუში. მახლის ძენი: ელყაზარი და კიში.
23:22ელყაზარი ისე მოკვდა, რომ ვაჟი არ ჰყოლია, მხოლოდ ასულები დარჩა. ისინი კიშის ძეებმა, ბიძაშვილებმა, შეირთეს.
23:23მუშის ძენი: მახლი, ყედერი, იერემოთი - სამნი.
23:24აჰა, ლევის ძენი, თავ-თავიანთი მამისსახლების მიხედვით, მამისსახლთა თავკაცები, სახელებისა და სულადობის რიცხვის მიხედვით აღრიცხულნი, რომელნიც უფლის სახლის სამსახურის საქმეს უძღვებოდნენ, ოცი წლის ასაკს გადაცილებულნი.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 23:22
- ნეშტთა შორისა ა 24:28მახლისგან: ელყაზარი, რომელსაც ვაჟები არ ჰყოლია.
- რიცხვთა 36:6აი, რა აქვს ნაბრძანები უფალს ცელაფხადის ასულთა საქმეზე: ვინც მოეწონებათ, იმათ მისთხოვდნენ, ოღონდ მამისეული შტოს საგვარეულოებში გათხოვდნენ.
- რიცხვთა 36:8ყოველი ასული, რომელიც იმკვიდრებს წილს ისრაელიანთა რომელიმე შტოში, მამისეული შტოს საგვარეულოდან უნდა მისთხოვდეს ვისმე, რათა თითოეულ ისრაელიანს შეეძლოს მამაპაპისეული წილის დამკვიდრება.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 23
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში