
ნეშტთა შორისა ა 24:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ეს არის მათი განაწესი, თუ როგორ უნდა მისულიყვნენ უფლის სახლში იმ სამსახურის გასაწევად, მათი მამის, აარონის ხელით რომ იყო დაწესებული ისე, როგორც უფალმა, ისრაელის ღმერთმა უბრძანა მას.
ნეშტთა შორისა ა 24:19 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 24:19 კონტექსტში
24:17ოცდამეერთე - იახინს, ოცდამეორე - გამულს,
24:18ოცდამესამე - დელაიაჰუს, ოცდამეოთხე - მაყაზიაჰუს.
24:19ეს არის მათი განაწესი, თუ როგორ უნდა მისულიყვნენ უფლის სახლში იმ სამსახურის გასაწევად, მათი მამის, აარონის ხელით რომ იყო დაწესებული ისე, როგორც უფალმა, ისრაელის ღმერთმა უბრძანა მას.
24:20დანარჩენი ლევიანები: ყამრამის ძეთაგან შუბაელი, შუბაელის ძეთაგან იეხიდიაჰუ.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 24:19
- ნეშტთა შორისა ა 9:25მათი ძმები თავიანთ დაბა-სოფლებში იყვნენ და დრო და დრო, შვიდდღე გამოშვებით უნდა მისულიყვნენ მათთან.
- კორინთელთა მიმართ ა 14:40მხოლოდ ყველაფერი ისე იყოს, როგორც წესი და რიგია.
- ებრაელთა მიმართ 7:11ამრიგად, სრულყოფა რომ ლევიტელთა მღვდელმსახურებით მიიღწეოდეს (ვინაიდან ხალხს მის მიერ მიეცა რჯული), რა საჭირო იქნებოდა მელქისედეკის წესისამებრ აღმდგარიყო სხვა მღვდელი, ნაცვლად იმისა, რომ აარონის წესით წოდებულიყო?
- ნეშტთა შორისა ბ 23:4აი, ასე უნდა მოიქცეთ: თქვენგან ერთი მესამედი შაბათს შემომსვლელ მღვდელთაგან და ლევიანთაგან ზღურბლთა მცველები იქნებიან;
- ნეშტთა შორისა ა 24:1აარონიანებს თავიანთი დასები აქვთ. აარონიანები: ნადაბი, აბიჰუ, ელყეზერი და ითამარი.
- ნეშტთა შორისა ბ 23:8ყველაფერი ისე გააკეთეს ლევიანებმა და იუდამ, როგორც მათ იეჰოიადაყ მღვდელმა უბრძანა: წაიყვანეს თავ-თავისი ხალხი - შაბათს შემომსვლელნი შაბათს გამსვლელებთან ერთად, რადგან არ დაუთხოვია იეჰოიადაყ მღვდელს დასები.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 24
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში