
ნეშტთა შორისა ა 26:27 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ომიდან და ნაალაფრიდან სწირავდნენ უფლის სახლის შესანახად.
ნეშტთა შორისა ა 26:27 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 26:27 კონტექსტში
26:25მისი ძმები ელიყეზერისგან: მისი ძე რეხაბიაჰუ, მისი ძე იეშაყიაჰუ, მისი ძე იორამი, მისი ძე შელომითი.
26:26ის შელომითი თავისი ძმებითურთ დარაჯობდა შემოწირულობათა მთელ საგანძურს, რომელიც მეფე დავითმა, მამისსახლთა თავკაცებმა, ათასისთავებმა, ასისთავებმა და სარდლებმა შესწირეს.
26:27ომიდან და ნაალაფრიდან სწირავდნენ უფლის სახლის შესანახად.
26:28ყველაფერი, რაც სამუელ წინასწარმეტყველმა, საულ კიშის ძემ, აბნერ ნერის ძემ, იოაბ ცერუიას ძემ შესწირეს, ყველა ეს შენაწირი შელომითისა და მისი ძმების ხელში იყო.
26:29იცჰარელთაგან ქენანიაჰუ და მისი ძმები ისრაელში საგარეო სამსახურზე იყვნენ გამწესებულნი მზირებად და მსაჯულებად.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 26:27
- იესო ნავეს ძე 6:19მთელი ოქრო-ვერცხლი, სპილენძისა და რკინის ჭურჭელი უფლის სიწმიდე უნდა იყოს, უფლის საგანძურში უნდა შევიდეს.
- ნეემია 10:32წესად დავიდეთ, რომ წელიწადში სამი შეკელი გავიღოთ ჩვენი ღმერთის სახლის სამსახურისათვის -
- ნეემია 10:34შეშის მოტანაზე მღვდლებმა, ლევიანებმა და ხალხმა წილი ვყარეთ, რომ ჩვენი ღმერთის სახლში, ჩვენ-ჩვენ მამისსახლთა მიხედვით, დათქმულ დროს, წლიდან წლამდე შეშა ვზიდოთ, რომ უფლის, ჩვენი ღმერთის სამსხვერპლოზე ცეცხლი ისე ენთოს, როგორც რჯულში სწერია.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 26
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში