
ნეშტთა შორისა ა 27:33 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ახითოფელი მეფის მრჩეველი იყო, ხუშაი არქიელი კი - მეფის მეგობარი.
ნეშტთა შორისა ა 27:33 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 27:33 კონტექსტში
27:31ცხვარზე - იაზიზ აგარელი. ყველა ესენი დავით მეფის ქონების მოურავები იყვნენ.
27:32იონათანი, დავითის ბიძა - მრჩეველი იყო, კაცი გონიერი და მწიგნობარი; იეხიელ ხაქმონის ძე მეფისწულებთან იყო.
27:33ახითოფელი მეფის მრჩეველი იყო, ხუშაი არქიელი კი - მეფის მეგობარი.
27:34ახითოფელის შემდეგ იყვნენ იეჰოიადაყ ბენიაჰუს ძე და აბიათარი. მეფის მხედართმთავარი იყო იოაბი.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 27:33
- მეფეთა ბ 15:37მივიდა ხუშაი, დავითის ერთგული, ქალაქში და აბესალომიც შევიდა იერუსალიმში.
- მეფეთა ბ 15:12გილონელი ახითოფელიც, დავითის მრჩეველი დაიბარა აბესალომმა მისი ქალაქიდან, გილოდან, მსხვერპლშეწირვაზე. გამტკიცდა შეთქმულება და უამრავმა ხალხმა იწყო დენა აბესალომისკენ.
- მეფეთა ბ 15:32მიაღწია დავითმა მთის წვერამდე, სადაც თაყვანისცა ღმერთს, და ხედავს, მოდის ხუშაი არქიელი სამოსელშემოხეული და თავზე მტვერდაყრილი.
- მეფეთა ბ 16:16როცა მივიდა ხუშაი არქიელი, დავითის ერთგული კაცი, აბესალომთან, უთხრა ხუშაიმ აბესალომს: იცოცხლოს მეფემ! იცოცხლოს მეფემ!
- მეფეთა ბ 16:17უთხრა აბესალომმა ხუშაის: ეს არის შენი ერთგულება შენი მეგობრისადმი? რატომ არ წახვედი შენს მეგობართან?
- ფსალმუნები 55:13შენ კი კაცი ხარ ჩემებრი, მეგობარი და მახლობელი ჩემი.
- მეფეთა ბ 17:23როცა დაინახა ახითოფელმა, რომ არ გავიდა მისი თათბირი, შეკაზმა სახედარი და წავიდა სახლში, თავის ქალაქში. ანდერძი დაუტოვა სახლეულს და თავი ჩამოიღრჩო. მოკვდა და მამისეულ სამარხში დამარხეს.
- ზაქარია 13:7მახვილო, აღიძარ ჩემი მწყემსის წინააღმდეგ და ჩემი მახლობელი კაცის წინააღმდეგ, ამბობს ცაბაოთ უფალი. დაჰკარი მწყემსს და გაიფანტება ცხვარი. მაშინ მივყოფ ხელს მწყემსის ბიჭებს.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 27
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში