
ნეშტთა შორისა ა 27:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მეოთხე თვეში მეოთხე იყო ყასარიელი, იოაბის ძმა. მის შემდეგ კი მისი ძე ზებადია. მის დასში ოცდაოთხი ათასი იყო.
ნეშტთა შორისა ა 27:7 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 27:7 კონტექსტში
27:5მესამე თვის მესამე მხედართმთავარი იყო ბენიაჰუ, იეჰოიადაყ მღვდლის ვაჟი, მეთაური. დასში ოცდაოთხი ათასი იყო.
27:6ეს ბენიაჰუ ოცდაათ მოყმეთაგანი და მათი მეთაური იყო. მისი ძე ყამიზაბადიც მის დასში იყო.
27:7მეოთხე თვეში მეოთხე იყო ყასარიელი, იოაბის ძმა. მის შემდეგ კი მისი ძე ზებადია. მის დასში ოცდაოთხი ათასი იყო.
27:8მეხუთე თვეში მეხუთე მხედართმთავარი იყო შამუი იზრახელი. მის დასში ოცდაოთხი ათასი იყო.
27:9მეექვსე თვეში მეექვსე იყო ყირია ყიკეშის ძე, თეკოყელი. მის დასში ოცდაოთხი ათასი იყო.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 27:7
- ნეშტთა შორისა ა 11:26მებრძოლთა მეთაურნი იყვნენ: ყასაელი, იოაბის ძმა, ელხანან დოდოს ძე, ბეთლემელი,
- მეფეთა ბ 23:24ყასაელი, იოაბის ძმა, ერთ-ერთი ოცდაათთაგანი იყო. ელხანანი, მისი ბიძაშვილი, ბეთლემელი,
- მეფეთა ბ 2:18იქ იმყოფებოდა ტერუიას სამი ვაჟი - იოაბი, აბიშაი და ყასაელი. ყასაელი ფეხმარდი იყო, როგორც ქურციკი, მინდორში.
- მეფეთა ბ 2:23არ მოინდომა მან გაცლა და უკუსცა აბნერმა მას შუბი მუცელში და მეორე მხარეს გაატანა შუბმა. იქვე დაეცა ყასაელი და ადგილზევე მოკვდა. ვინც კი მოდიოდა იმ ადგილას, სადაც დაეცა ყასაელი და მოკვდა, ყველა ჩერდებოდა.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 27
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში