
ნეშტთა შორისა ა 29:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უფალო, ღმერთო ჩემო! მთელი სიმდიდრე, რაც ჩვენ მოვამზადეთ, შენს წმიდა სახელზე სახლის ასაგებად, შენი ხელით არის მოცემული და შენია ყოველი.
ნეშტთა შორისა ა 29:16 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 29:16 კონტექსტში
29:14ვინა ვარ მე, ან ვინ არის ჩემი ერი, ამდენის შემოწირვა რომ შევიძელით? რადგან ყოველივე ეს შენგან არის, ეს ყოველივე შენი ხელით მოცემული შემოგწირეთ.
29:15ვინაიდან მდგმურნი და ხიზანნი ვართ შენ წინაშე, ჩვენი მამა-პაპის მსგავსად. აჩრდილივით არის ჩვენი დღენი ამ ქვეყნად, არაფერია საიმედო.
29:16უფალო, ღმერთო ჩემო! მთელი სიმდიდრე, რაც ჩვენ მოვამზადეთ, შენს წმიდა სახელზე სახლის ასაგებად, შენი ხელით არის მოცემული და შენია ყოველი.
29:17ღმერთო ჩემო, ვიცი, რომ გულთამხილველი და სიმართლისმოყვარული ხარ. ეს აყველაფერი ჩემი წრფელი გულით შემოგწირე. ახლა კი გახარებულს ვხედავ აქ მყოფ შენს ერს, რომელიც შესაწირავს გიძღვნის.
29:18უფალო, ღმერთო აბრაამისა, ისაკისა, ისრაელისა და ჩვენი მამა-პაპისა! სამარადისოდ დაიცავი ეს, შენი ერის გულის ფიქრები და ზრახვანი და შენკენ წარმართე მათი გულები.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 29:16
- ფსალმუნები 24:1საგალობელი დავითისა. უფლისა არის ქვეყნიერება და სავსება მისი, სამყარო და მისი მკვიდრნი.
- ნეშტთა შორისა ა 29:14ვინა ვარ მე, ან ვინ არის ჩემი ერი, ამდენის შემოწირვა რომ შევიძელით? რადგან ყოველივე ეს შენგან არის, ეს ყოველივე შენი ხელით მოცემული შემოგწირეთ.
- ლუკას სახარება 19:16მოვიდა პირველი და თქვა: ბატონო, შენმა მნამ ათი მნა მოიგო.
- ოსეა 2:8მაშინ კი არ იცოდა, რომ მე ვაძლევდი მას პურს, ღვინოს და ზეთს, რომ მე გავუმრავლე ოქრო და ვერცხლი, რომელსაც ბაალს ახარჯავდა.
- ნეშტთა შორისა ბ 31:10მიუგო მას ყაზარიაჰუ მღვდელმთავარმა, ცადოკის სახლის კაცმა, და უთხრა: როცა დაიწყეს უფლის სახლში ძღვენის მოტანა, ძღომაზე ვჭამდით, მაგრამ მაინც ბევრი დარჩა, რადგან უფალმა აკურთხა თავისი ერი, და მონარჩენიდან კიდევ ამდენი დარჩა.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 29
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში