
ნეშტთა შორისა ა 29:27 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ორმოც წელიწადს იმეფა მან ისრაელზე, აქედან შვიდი წელიწადი ხებრონში იმეფა, ოცდაცამეტი - იერუსალიმში.
ნეშტთა შორისა ა 29:27 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 29:27 კონტექსტში
29:25დიდად აღამაღლა უფალმა სოლომონი მთელი ისრალოს თვალში და ისეთი მეფური დიდება უბოძა, ისრაელის არც ერთ წინამორბედ მეფეს რომ არ ჰქონია.
29:26დავით იესეს ძე მეფობდა მთელ ისრაელზე.
29:27ორმოც წელიწადს იმეფა მან ისრაელზე, აქედან შვიდი წელიწადი ხებრონში იმეფა, ოცდაცამეტი - იერუსალიმში.
29:28მოკვდა კეთილ სიბერეში, მაძღარი წლებით, სიმდიდრითა და დიდებით. მის ნაცვლად სოლომონი გამეფდა.
29:29დავით მეფის საქმენი, ადრინდელნი და უკანასკნელნი, სამუელ მისნის სიტყვებში, ნათან წინასწარმეტყველის სიტყვებში და გად მისნის სიტყვებშია აღწერილი,
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 29:27
- მეფეთა ბ 5:4ოცდაათი წლისა იყო დავითი, როცა გამეფდა და იმეფა ორმოცი წელი.
- მეფეთა ბ 5:5ხებრონში შვიდ წელიწადს და ექვს თვეს მეფობდა იგი იუდაზე; იერუსალიმში მეფობდა ოცდაცამეტი წელი მთელ ისრაელზე და იუდაზე.
- ნეშტთა შორისა ა 3:4ექვსნი შეეძინნენ მას ხებრონში. შვიდი წელი და ექვსი თვე იქ იმეფა, ოცდაცამეტი წელი კი - იერუსალიმში.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 29
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში