ნეშტთა შორისა ა 6
1ლევის ძენი: გერშომი, კეჰათი, მერარი.
2აჰა, გერშომის ძეთა სახელები: ლიბნი და შიმყი.
3კეჰათის ძენი: ყამრამი, იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი.
4მერარის ძენი: მახლი და მუში. აჰა, ლევის საგვარეულონი, თავ-თავიანთი მამისსახლის მიხედვით.
5გერშომს ჰყავდა მისი ძე ლიბნი, მისი ძე იახათი, მისი ძე ზიმა,
6მისი ძე იოახი, მისი ძე ყიდო, მისი ძე ზერახი, მისი ძე იეათრაი.
7კეჰათის ძენი: მისი ძე ყამინადაბი, მისი ძე კორახი, მისი ძე ასირი,
8მისი ძე ელკანა, მისი ძე აბიასაფი, მისი ძე ასირი,
9მისი ძე თახათი, მისი ძე ურიელი, მისი ძე ყუზია, მისი ძე საული.
10ელკანას ძენი: ყასამაი და ახიმოთი.
11ელკანა. ელკანას ძენი: მისი ძე ცოფაი, მისი ძე ნახათი,
12მისი ძე ელიაბი, მისი ძე იეროხამი, მისი ძე ელკანა.
13სამუელის ძენი: პირმშო ვაშნი და აბია.
14მერარის ძენი: მახლი, მისი ძე ლიბნი, მისი ძე შიმყი, მისი ძე ყუზა,
15მისი ძე შიმყა, მისი ძე ხაგია, მისი ძე ყასაია.
16აჰა, ისინი, მგალობლებად რომ დააყენა დავითმა უფლის სახლში, კიდობნის დადგმის შემდეგ.
17სადღესასწაულო კარავთან გალობით ასრულებდნენ სამსახურს, სანამ სოლომონი იერუსალიმში უფლის სახლს ააშენებდა. ისინი თავიანთი სამსახურის წესისდამიხედვით იდგნენ.
18აჰა, ისინი, სამსახურს ვინც ეწეოდნენ და მათი ძენი:
19ელკანას ძე, იეროხამის ძე, ელილელის ძე, თირხას ძე,
20ცუფის ძე, ელკანას ძე, მახათის ძე, ყამასაის ძე,
21ელკანას ძე, იოელის ძე, ყაზარიას ძე, ცეფანიას ძე,
22თახათის ძე, ასირის ძე, აბიასაფის ძე, კორახის ძე,
23იცჰარის ძე, კეჰათის ძე, ლევის ძე, ისრაელის ძე.
24მისი ძმა ასაფი მის მარჯვნივ მდგომი, ასაფ ბერექიას ძე, შიმყას ძე,
25მიქაელის ძე, ბაყასეას ძე, მალქიას ძე,
26ეთნის ძე, ზერახის ძე, ყადიას ძე,
27ეთანის ძე, ზიმას ძე, შიმყის ძე,
28იახათის ძე, გერშომის ძე, ლევის ძე,
29მერარის ძე, მათი ძმები მარცხნივ რომ იდგნენ: ეთან კიშის ძე, ყავდის ძე, მალუქის ძე,
30ხაშაბიას ძე, ამაციას ძე, ხილკიას ძე,
31ამცის ძე, ბანის ძე, შამერის ძე,
32მახლის ძე, მუშის ძე, მერარის ძე, ლევის ძე.
33მათი ძმები, ლევიანები, ღვთის სახლის სავანის ყველანაირი სამსახურისთვის იყვნენ დაყენებულნი.
34აარონი და მისი ძენი აღსავლენის სამსხვერპლოზე და საკმევლის სამსხვერპლოზე აკმევდნენ. წმიდათა წმიდაში ყველა საქმეს აკეთებდნენ და ყველაფერს ისე ასრულებდნენ ისრაელის განსაწმედად, როგორც მოსემ ბრძანა, ღვთის მორჩილმა.
35აჰა, აარონის ძენი: მისი ძე ელყაზარი, მისი ძე ფინხასი, მისი ძე აბიშუაყი,
36მისი ძე ბუკი, მისი ძე ყუზი, მისი ძე ზერახია,
37მისი ძე მერაიოთი, მისი ძე ამარია, მისი ძე ახიტუბი,
38მისი ძე ცადოკი, მისი ძე ახიმაყაცი.
39ეს მათი საცხოვრებელი, მათი დაბებისა და საზღვრის მიხედვით, ერგოთ აარონიანებს, კეჰათელთა საგვარეულოდან, რადგან წილისყრით მათ ეკუთვნოდათ.
40მისცეს მათ ხებრონი, იუდას ქვეყანაში, თავისი სანახებითა და შემოგარენითურთ.
41ამ ქალაქის მინდორ-ველი და სოფლები ქალებს მისცეს, იეფუნეს ძეს.
42აარონიანებს მისცეს თავშესაფარი ქალაქები: ხებრონი, ლიბნა თავისი სანახებით, იათირი და ეშთემოაყი თავისი სანახებით,
43ხილენი თავისი სანახებით, დებირი თავისი სანახებით,
44ყაშანი თავისი სანახებით, ბეთ-შემეში თავისი სანახებით,
45ბენიამინის ტომიდან: გებაყი თავისი სანახებით, ყალემეთი თავისი სანახებით, ყანათოთი თავისი სანახებით. მათ საგვარეულოებში სულ ცამეტი ქალაქი იყო.
46ნოლო დანარჩენ კეჰათიანებს, ამ ტომის საგვარეულოდან, მენაშეს ტომის ნახევრიდან ათი ქალაქი ერგოთ წილისყრით.
47გერშომიანებს, თავ-თავიანთი საგვარეულოებისდა მიხედვით, ისაქარის, აშერის, ნაფთალის და მენაშეს ტომებიდან ცამეტი ქალაქი ერგოთ ბაშანში.
48მერარიანებს, თავ-თავიანთი საგვარეულოებისდა მიხედვით, რეუბენის, გადისა და ზებულუნის ტომებიდან თორმეტი ქალაქი შეხვდათ წილისყრით.
49ეს ქალაქები მისცეს თავისი სანახებითურთ ისრაელიანებმა ლევიანებს.
50წილისყრით მისცეს იუდას, სიმონისა და ბენიამინის ძეთა ტომებიდან ის ქალაქები, რომელთაც სახელები ერქვათ.
51კეჰათიანთა საგვარეულოებმა თავიანთი სასაზღვრო ქალაქები ეფრემის ტომისგან მიიღეს.
52მათვე მისცეს თავშესაფარი ქალაქები: შექემი, ეფრემის მთაზე, თავის სანახებიანად, გეზერი თავისი სანახებით,
53იაკმეყამი თავისი სანახებით, ბეთ-ხორონი თავისი სანახებით,
54აიალონი თავისი სანახებით და გათ-რიმონი თავისი სანახებით.
55მენაშეს ტომის ნახევრიდან ყანერი თავისი სანახებით და ბილყამი თავისი სანახებით მისცეს კეჰათიანთა დანრჩენ საგვარეულოს.
56გერშომიანებს, მენაშეს ტომის ნახევრის საგვარეულოდან, ბაშანში მისცეს: გოლანი თავის სანახებიანად და ყაშთაროთი თავის სანახებიანად.
57ისაქარის ტომიდან მისცეს: კედეში თავის სანახებიანად, დაბრაში თავის სანახებიანად,
58რამონი თავის სანახებიანად, ყანემი თავის სანახებიანად.
59აშერის ტომიდან მისცეს: მაშალი თავის სანახებიანად, ყაბდონი თავის სანახებიანად,
60ხუკოკი თავის სანახებიანად, რეხობი თავის სანახებიანად.
61ნაფთალის ტომიდან მისცეს კედეში, გალილეაში თავის სანახებიანად.
62დანარჩენ მერარიანებს კი ზებულუნის ტომიდან მისცეს: რიმონო თავის სანახებიანად და თაბორი თავის სანახებიანად.
63იორდანეს გადაღმა, იერიხონთან, იორდანეს აღმოსავლეთით, რეუბენის ტომიდან მისცეს: ბეცერი უდაბნოში თავის სანახებიანად, იახცარი თავის სანახებიანად,
64კედმოთი თავის სანახებიანად და მეფაყი თავის სანახებიანად.
65გადის ტომიდან მისცეს: რამოთი გალაადში თავის სანახებიანად,
66ხეშბონი თავის სანახებიანად და იაყზერი თავის სანახებიანად.
საქართველოს საპატრიარქო