
ნეშტთა შორისა ა 7:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თოლაყის ძენი: ყუზი, რეფაია, ირიელი, იახმაი, იაბხამი, სამუელი - თოლაყის მამისსახლის თავკაცები, თავიანთი მოდგმის მაგარი ვაჟკაცები. დავითის დროს მათი რიცხვი ოცდაორიათას ექვსასი იყო.
ნეშტთა შორისა ა 7:2 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 7:2 კონტექსტში
7:1ისაქარის ძენი: თოლაყი, ფუა, იაშუბი, შიმრონი - ოთხნი.
7:2თოლაყის ძენი: ყუზი, რეფაია, ირიელი, იახმაი, იაბხამი, სამუელი - თოლაყის მამისსახლის თავკაცები, თავიანთი მოდგმის მაგარი ვაჟკაცები. დავითის დროს მათი რიცხვი ოცდაორიათას ექვსასი იყო.
7:3ყუზის ძე - იზრახია. იზრახიას ძენი: მიქაელი, ყობადია, იოელი, იშია - სულ ხუთი თავკაცი.
7:4თავ-თავიანთი მოდგმიდან და მამისსახლიდან ოცდათექვსმეტათასიანი საბრძოლო რაზმი გამოჰყავდათ ომში, რადგან ბევრი ცოლ-შვილი ჰყავდათ.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 7:2
- მეფეთა ბ 24:1კვლავ აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელზე და წააქეზა მან დავითი მათ წინააღმდეგ და ათქმევინა: წადი, აღრიცხე ისრაელი და იუდა.
- მეფეთა ბ 24:9მიართვა იოაბმა მეფეს ხალხის აღრიცხვის წიგნი და აღმოჩნდა ისრაელში რვაასი ათასი მებრძოლი, მახვილის მაშიშვლებელი, და იუდაში ხუთასი ათასი კაცი.
- ნეშტთა შორისა ა 27:23ოცი წლისანი და მის ქვემოთ არ აღურიცხავს დავითს, ვინაიდან უფალმა ისრაელს ცის ვარსკვლავებივით გამრავლება აღუთქვა.
- ნეშტთა შორისა ა 27:24იოაბ ცერუიას ძემ დაიწყო აღრიცხვა, მაგრამ არ დაამთავრა. ამის გამო ისრაელს რისხვა დაატყდა. ეს აღრიცხვა დავით მეფის მატიანის აღრიცხვაშიც არ შევიდა.
- ნეშტთა შორისა ა 21:1სატანა აღდგა ისრაელზე და ისრაელის აღრიცხვის სურვილი აღუძრა დავითს.
- ნეშტთა შორისა ა 21:5მიართვა იოაბმა დავითს აღრიცხვის წიგნი და აღმოჩნდა მთელ ისრაელში მილიონ ასი ათასი მახვილის მაშიშვლებელი კაცი, ხოლო იუდაში ოთხასსამოცდაათი ათასი მახვილის მაშიშვლებელი კაცი.
- ნეშტთა შორისა ა 27:1ესენი არიან ისრაელიანები, მათი რიცხაის მიხედვით, მამისსახლთა თავკაცები, ათასისთავები, ასისთავები და მათი მზირები, რომელნიც მეფეს ემსახურებოდნენ დასების ყველა საქმეში, მიდი-მოდიოდნენ ყოველთვიურად, წელიწადის ყოველ თვეში. თითოეული დასი ოცდაოთხი ათასისგან შედგებოდა.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 7
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში