
ნეშტთა შორისა ა 7:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დიდხანს გლოვობდა ეფრემი, მათი მამა. მის სანუგეშებლად მისი ძმები მოვიდნენ.
ნეშტთა შორისა ა 7:22 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 7:22 კონტექსტში
7:20ეფრემიანები: შუთალახი, მისი ძე ბერედი, მისი ძე თახათი, მისი ძე ელყადა, მისი ძე თახათი,
7:21მისი ძე ზაბადი, მისი ძე შუთელახი, ყეზერი და ელყადი. ისინი იმ ქვეყნის მკვიდრმა გეთელებმა ამოხოცეს, რადგან ისინი საქონლის წასართმევად დაესხნენ თავს.
7:22დიდხანს გლოვობდა ეფრემი, მათი მამა. მის სანუგეშებლად მისი ძმები მოვიდნენ.
7:23მიუდგა იგი თავის ცოლს, დაორსულდა იგი და ბიჭი გაუჩნდა; სახელად ბერიყა დაარქვეს, რადგან მის სახლში უბედურება დატრიალდა.
7:24შეერა მისი და იყო. ააშენა მან ზემო და ქვემო ბეთ-ჰორონი და ყუზენ-შეერა.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 7:22
- იობი 2:11შეიტყო იობის სამმა მეგობარმა ყველა ეს უბედურება, რაც თავს დაატყდა იობს, და მივიდნენ თავ-თავიანთი ადგილებიდან ელიფაზ თემანელი, ბილდად შუხელი და ცოფარ ნაყამათელი; შეიყარნენ ერთად, რომ მისულიყვნენ მისასამძიმრებლად და სანუგეშებლად.
- შესაქმე 37:34ტანზე შემოიხია იაკობმა, ჯვალო შემოირტყა წელზე და დიდხანს გლოვობდა შვილს.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 7
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში