
ნეშტთა შორისა ა 8:34 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იონათანის ძე მერიბ-ბაყალი იყო. მერიბ-ბაყალმა შვა მიქა.
ნეშტთა შორისა ა 8:34 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 8:34 კონტექსტში
8:32მიკლოთმა შვა შიმეა. ისინი იერუსალიმში თავიანთი ძმების გვერდით ცხოვრობდნენ, ძმებთან ერთად.
8:33ნერმა შვა კიში, კიშმა შვა საული, საულმა შვა იონათანი, მალქიშუაყი, აბინადაბი და ეშბაყალი.
8:34იონათანის ძე მერიბ-ბაყალი იყო. მერიბ-ბაყალმა შვა მიქა.
8:35მიქას ძენი: ფითონი, მელექი, თარეაყი, ახაზი.
8:36ახაზმა შვა იეჰოყადა, იეჰოყადამ შვა ყალემეთი, ყაზმავეთი და ზიმრი. ზიმრიმ შვა მოცა,
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 8:34
- მეფეთა ბ 4:4იონათანს, საულის ძეს, ერთი ვაჟი დარჩა, ფეხმტკივანი. ხუთი წლის იყო, როცა საულსა და იონათანის ამბავი მოვიდა იზრეყელიდან. ხელში აიყვანა იგი ძიძამ და გაიქცა; გაქცევისას დაუვარდა ბავშვი და დაკოჭლდა. მისი სახელი - მეფიბოშეთი.
- მეფეთა ბ 9:12პატარა ბავშვი ჰყავდა მეფიბოშეთს, სახელად მიქა. მეფიბოშეთის მორჩილნი გახდნენ ყველანი, ვინც კი ციბას სახლში ცხოვრობდნენ.
- მეფეთა ბ 9:10დაუმუშავეთ მიწა შენ, შენმა შვილებმა და შენმა მორჩილებმა და მიართვით მოსავალი, რომ ჰქონდეს შენი ბატონის შვილს თავისი საჭმელი პური. და მაინც მეფიბოშეთი, შენი ბატონის შვილი, მუდამ ჩემს სუფრაზე შეჭამს პურს. თხუთმეტი ვაჟიშვილი და ოცი მორჩილი ჰყავდა ციბას.
- მეფეთა ბ 9:6მოვიდა მეფიბოშეთი, იონათან საულის ძის ვაჟიშვილი, დავითთან, პირქვე დაეცა მის წინაშე და თაყვანისცა. უთხრა დავითმა: მეფიბოშეთ! მიუგო: გახლავარ შენი მორჩილი!
- მეფეთა ბ 19:24ჩამოვიდა მეფიბოშეთიც, საულის ძე, მეფის მისაგებებლად. არც ფეხი დაუბანია, არც წვერ-ულვაში გაუწმენდია და არც ტანისამოსი გაურეცხავს მეფის წასვლის დღიდან მისი მშვიდობით დაბრუნებამდე.
- მეფეთა ბ 19:30უთხრა მეფიბოშეთმა მეფეს: ყველაფერი წაიღოს, რაკიღა მშვიდობით დაბრუნდა მეფე-ბატონი თავის სახლში.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 8
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში