
ნეშტთა შორისა ა 9:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ყველა ისრაელიანი აღნუსხეს და ისრაელის მეფეთა წიგნში ჩაწერეს. იუდაელები კი ბაბილონს გაასახლეს მათი უკეთურების გამო.
ნეშტთა შორისა ა 9:1 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 9:1 კონტექსტში
9:1ყველა ისრაელიანი აღნუსხეს და ისრაელის მეფეთა წიგნში ჩაწერეს. იუდაელები კი ბაბილონს გაასახლეს მათი უკეთურების გამო.
9:2პირველი მკვიდრნი, თავიანთ სამფლობელოებსა და ქალაქებში რომ ცხოვრობდნენ, იყვნენ: ისრაელიანები, მღვდლები, ლევიანები, შეწირულნი და ტაძარში მომსახურენი.
9:3იერუსალიმში იუდას, ბენიამინის, ეფრემისა და მენაშეს ძეთაგან ცხოვრობდნენ.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 9:1
- ნეშტთა შორისა ა 5:25მათ ზურგი აქციეს მამა-პაპის ღმერთს და გზააბნეულნი გაჰევნენ იმ ქვეყნის ხალხის ღმერთებს, მათგან რომ განდევნა ღმერთმა.
- ნეშტთა შორისა ა 5:26ისრაელის ღმერთმა აღძრა აშურის მეფის, ფულის, სული და აშურის მეფის, თიგლათ-ფილნესერის, სული და გაასახლა რეუბენიანები, გადიანები და მენაშეს ტომის ნახევარი. ჩაასახლა ისინი ხალახში, ხაბორში, ჰარაში, მდინარე გოზანთან, სადაც დღემდე არიან.
- ნეემია 7:64ეძებეს მათ თავიანთი სია საგვარტომო ნუსხაში, მაგრამ ვერ იპოვნეს, ამიტომაც გაათავისუფლეს მღვდლობიდან.
- ეზრა 2:59აჰა, თელ-მელახიდან, თელ-ხარშიდან, ქერუბ-ადანიმერიდან გამოსულნი, რომელთაც ვერ შეძლეს გაერკვიათ თავიანთი მამისსახლები და მოდგმა, იყვნენ თუ არა ისინი ისრაელიდან:
- იერემია 52:14მთელი კედელი იერუსალიმისა ირგვლივ დაანგრია ქალდეველთა ლაშქარმა, რომელიც ქონადაქართუხუცესს ახლდა.
- იერემია 52:15ერის ღატაკთაგანნი, ერის დანაშთომი, რომელიც ქალაქში დარჩა, ბაბილონის მეფის მხარეზე გადასულნი და დანარჩენი სიმრავლე ხალხისა გადაასახლა ნებუზარადანმა ქონდაქართუხუცესმა.
- ეზრა 2:62ისინი ეძებდნენ თავიანთ საგვარტომო წიგნს და ვერ იპოვნეს; და განეყენნენ მღვდლობიდან.
- ეზრა 2:63უთხრა მათ განმგებელმა, რომ არ ეჭამათ წმიდათა წმიდიდან, ვიდრე არ დადგებოდა მღვდელი ურიმითა და თურიმით.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 9
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში