
ნეშტთა შორისა ა 9:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ყაზარია, ძე ხილკიასი, ძე მეშულამისა, ძე ცადოკისა, ძე მერაიოთისა, ძე ახიტუბისა - ღვთის სახლის წინამძღვარი;
ნეშტთა შორისა ა 9:11 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 9:11 კონტექსტში
9:9მათი ძმები თავ-თავიანთი მოდგმის მიხედვით ცხრაას ორმოცდათექვსმეტნი იყვნენ. ყველა ეს ვაჟკაცი მამისსახლის თავკაცი იყო.
9:10მღვდელთაგან იყვნენ: იედაყია, იეჰოიარიბი, იაქინი,
9:11ყაზარია, ძე ხილკიასი, ძე მეშულამისა, ძე ცადოკისა, ძე მერაიოთისა, ძე ახიტუბისა - ღვთის სახლის წინამძღვარი;
9:12ყადაია, ძე იეროხამისა, ძე ფაშხურისა, ძე მალქიასი, და მაყასაი ძე ყადიელისა, ძე იახზერასი, ძე მეშელამისა, ძე მეშილემითისა, ძე იმრისა.
9:13მათი ძმები, მამისსახლთა თავკაცები, ათას შვიდას სამოცნი, ღვთის სახლის სამსახურის საქმეში ნაცადი ხალხი.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 9:11
- ნეემია 11:11სერაია ხილკიას ძე, მეშელამის ძე, ცადოკის ძე, მერაიოთის ძე, ახიტუბის ძე, ღვთის სახლის წინამძღვარი.
- რიცხვთა 4:33ეს არის მერარიანთა საგვარეულოების საქმე სადღესასწაულო კარავში ითამარის, აარონ მღვდლის ძის, ხელმძღვანელობით.
- რიცხვთა 4:28ეს არის გერშონიანთა საგვარეულოების საქმე სადღესასწაულო კარავში და მათი მოვალეობანი ითამარის, აარონ მღვდლის ძის, ხელმძღვანელობით.
- ნეშტთა შორისა ა 6:8მისი ძე ელკანა, მისი ძე აბიასაფი, მისი ძე ასირი,
- ნეშტთა შორისა ა 6:15მისი ძე შიმყა, მისი ძე ხაგია, მისი ძე ყასაია.
- რიცხვთა 4:15როცა მორჩებიან აარონი და მისი შვილები საწმიდარისა და მთელი მისი ჭურჭლის დაფარვას ბანაკის დაძვრისას, მოვლენ კეჰათიანები მის წასაღებად. ოღონდ არ უნდა მიეკარონ საწმიდარს, რომ არ დაიხოცონ. ეს არის კეჰათიანთა სატარებელი ტვირთი სადღესასწაულო კარვის ჭურჭლიდან.
- რიცხვთა 4:16ელიაზარს, აარონ მღვდლის ძეს, მინდობილი აქვს სასანთლის ზეთი, სურნელოვანი საკმეველი, მუდმივი შესაწირავი და საცხებელი ზეთი, თვალყური მთელს სავანეზე და ყველაფერზე, რაც მასშია, საწმიდარზე და მთელს მის ჭურჭელზე.
- მოციქულთა საქმენი 5:24ამ სიტყვების გაგონებისას ტაძრის მცველთა მეთაური და მღვდელმთავარნი საგონებელში ჩავარდნენ, ეს რას ნიშნავსო?
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 9
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში