
ნეშტთა შორისა ა 9:34 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ესენი არიან ლევიანთა მამისსახლების თავკაცები, თავიანთი მოდგმის თავკაცები. ისინი იერუსალიმში ცხოვრობდნენ.
ნეშტთა შორისა ა 9:34 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 9:34 კონტექსტში
9:32ზოგიერთ მათ ძმათაგანს, კეჰათიანთაგან, საწირი პური ჩააბარეს, რათა შაბათობით მოემზადებინათ.
9:33ხოლო მგალობელნი, ლევიანთა მამისსახლების თავკაცნი, ტაძრის ოთახებში საქმიანობისგან განთავისუფლებულნი იყვნენ, რადგან ისინი დღედაღამ თავიანთი საქმით იყვნენ დაკავებულნი.
9:34ესენი არიან ლევიანთა მამისსახლების თავკაცები, თავიანთი მოდგმის თავკაცები. ისინი იერუსალიმში ცხოვრობდნენ.
9:35გაბაონში ცხოვრობდნენ: გაბაონის მამა იეყიელი, მის ცოლს სახელად მაყაქა ერქვა.
9:36მისი ძე - პირმშო ყაბდონი, მერე ცური, კიში, ბაყალი, ნერი, ნედაბი,
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 9:34
- ნეემია 11:1ერისმთავრები იერუსალიმში დასახლდნენ: დანარჩენმა ხალხმა წილი ყარა, რათა ათიდან ერთი იერუსალიმში - წმიდა ქალაქში, შეეყვანათ საცხოვრებლად, ხოლო ცხრანი სხვა ქალაქებში.
- ნეემია 11:15ლევიანთაგან: შემაყია ხაშების ძე, ყაზრიკამის ძე, ხაშაბიას ძე, ბენის ძე,
- ნეშტთა შორისა ა 9:13მათი ძმები, მამისსახლთა თავკაცები, ათას შვიდას სამოცნი, ღვთის სახლის სამსახურის საქმეში ნაცადი ხალხი.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 9
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში