გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

კორინთელთა მიმართ ა 1:10: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

11 interpreters აპლიკაციაში

კორინთელთა მიმართ ა 1:10

მაგრამ შეგაგონებთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველას ერთი გქონდეთ სათქმელი და ნუ იქნება თქვენ შორის განხეთქილება, არამედ გაერთიანდით ერთი გონებით და ერთი აზრით.

კორინთელთა მიმართ ა 1:10 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 15 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-8 კვირიაკე (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: კორინთელთა მიმართ ა 1:10

11 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “როგორც არაერთგზის მითქვამს, მხილება თანდათანობით უნდა ხდებოდეს. პავლეც ასე იქცევა. საგანს, რომელსაც უდიდესი საფრთხე მოჰქონდა და შეეძლო ეკლესია ძირამდე შეერყია, მოციქული თვინიერად იწყებს. იგი ევედრება კორინთელებს, თანაც ქრისტეს სახელით ევედრება, თითქოს მარტოს არ შეეძლოს ამ დარიგების შეთავაზება და დარწმუნება. რას ნიშნავს: ‘ქრისტეს მიერ გევედრებით’? ქრისტეს და მის სახელს მოვუხმობ შემწედ, სახელს, რომელიც შეურაცხყვეს და გათელეს.”

    მთელი განმარტება

    როგორც არაერთგზის მითქვამს, მხილება თანდათანობით უნდა ხდებოდეს. პავლეც ასე იქცევა. საგანს, რომელსაც უდიდესი საფრთხე მოჰქონდა და შეეძლო ეკლესია ძირამდე შეერყია, მოციქული თვინიერად იწყებს. იგი ევედრება კორინთელებს, თანაც ქრისტეს სახელით ევედრება, თითქოს მარტოს არ შეეძლოს ამ დარიგების შეთავაზება და დარწმუნება. რას ნიშნავს: “ქრისტეს მიერ გევედრებით”? ქრისტეს და მის სახელს მოვუხმობ შემწედ, სახელს, რომელიც შეურაცხყვეს და გათელეს.

    პავლე მოციქული შეაგონებს მათ, რომ თავხედები არ იყვნენ, ვინაიდან ცოდვა სწორედ ადამიანებს ხდის თავხედებად. როდესაც ვინმეს უეცრად მკაცრად ამხელ, იგი ჯიუტდება და თავხედი ხდება. ხოლო თუ შეაგონებ, მოადრეკინებ ქედს, მოათვინიერებ მის თავხედობას და აიძულებ თავმდაბლობას. ამას აკეთებს პავლე და ქრისტეს სახელით ევედრება მათ. რას ევედრება? “რომ ყველანი ერთსა და იმავეს ამბობდეთ და არ იყოს თქვენში განხეთქილება”. რაოდენ გამომსახველი სიტყვაა “განხეთქილება”, რომელიც მხილებასაც შეიცავს და ძლიერად უნდა შეეხოთ მათ გულებს. მათი ნაწილებიც კი არ იყო ჯანსაღი და მთლიანობაც დარღვეული ჰქონდათ. ეკლესიის ნაწილები რომ ჯანსაღი ყოფილიყო, მრავალი კავშირი იარსებებდა. ხოლო თუ მათში განხეთქილება იყო, არც მთლიანობა იარსებებდა. როდესაც მთლიანი მრავალ ნაწილად იყოფა, ნაწილები არა მხოლოდ მრავალ მთლიანს არ შეადგენენ, არამედ ერთი მთლიანიც აღარ არსებობს. ასეთია განხეთქილების ბუნება!

    განხეთქილებაში მხილებით რომ შეეხო მათ გულებს, შემდეგ თვინიერებას იჩენს და არბილებს საუბარს: “რომ იყოთ, ამბობს, შეერთებულნი ერთსა და იმავე სულითა და ერთნაირი აზრით”. სიტყვების შემდეგ: “რომ ყველანი ერთსა და იმავეს ამბობდეთ”, არ იფიქროთ, რომ მხოლოდ სიტყვებში შეთანხმებას ვგულისხმობ. არა, მე მსურს აზრებშიც თანხმობა. ვინაიდან შესაძლებელია ერთნაირი აზრები გვქონდეს, მაგრამ არა ყველა საკითხზე, ამიტომ ამატებს: “რომ შეერთებულნი იყოთ”. ვინც ერთში თანხმდება, მაგრამ მეორეში არ ეთანხმება, ის ჯერ კიდევ არ არის შეერთებული, მას სრულ ერთსულოვნებას არ მიუღწევია. ისეც ხდება, რომ აზრებში თანხმობა არის, მაგრამ სულში თანხმობა არ არის, მაგალითად, როდესაც ჩვენ, ერთი და იმავე სარწმუნოების მქონენი, ერთმანეთთან სიყვარულით არ ვართ დაკავშირებულნი. ამ შემთხვევაში ჩვენ აზრებში ვთანხმდებით, რადგან ერთნაირად ვფიქრობთ, მაგრამ სულით ჯერ არ ვთანხმდებით. იგივე ხდებოდა კორინთოშიც, სადაც ერთი ერთის მხარეს იჭერდა, მეორე კი, მეორის. ამიტომ ამბობს პავლე, რომ საჭიროა შეერთებულნი იყვნენ “ერთსა და იმავე სულითა და ერთნაირი აზრით”. მათში განხეთქილება სარწმუნოების განსხვავების გამო კი არ წარმოიშვა, არამედ სულის შეუთანხმებლობის გამო, ადამიანური ამაოების გამო.

    მაგრამ ვინაიდან ბრალდებული მოწმეების გარეშე შეიძლება თავხედობამდე ჯიუტი დარჩეს, რათა მათ ვერ უარყონ ნათქვამი, მოციქული მოწმეებს მოუხმობს.

  2. ეფრემ ასური4 საუკუნე
  3. ამბროზიასტერი4 საუკუნე
  4. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  5. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  6. თეოფილაქტე (გორსკი)18 საუკუნე
  7. ნიკიფორე (თეოტოკისი)18 საუკუნე
  8. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  9. მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
  10. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  11. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 11

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 11 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

კორინთელთა მიმართ ა 1:10 კონტექსტში

1:8ვინც განგამტკიცებთ ბოლომდე, რათა უმწიკვლონი იყოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დღეს.

1:9სარწმუნოა ღმერთი, რომელმაც გიხმოთ, რათა ეზიაროთ მის ძეს, ჩვენს უფალს იესო ქრისტეს.

1:10მაგრამ შეგაგონებთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველას ერთი გქონდეთ სათქმელი და ნუ იქნება თქვენ შორის განხეთქილება, არამედ გაერთიანდით ერთი გონებით და ერთი აზრით.

1:11რადგანაც ქლოეს სახლეულთაგან მეუწყა, ძმანო ჩემნო, რომ დავა ყოფილა თქვენ შორის.

1:12იმას ვგულისხმობ, რომ ყოველი თქვენგანი ამბობს: მე პავლესი ვარ, მე აპოლოსისა, მე კეფასი, მე კი ქრისტესიო.

პარალელური ადგილები: კორინთელთა მიმართ ა 1:10

განაგრძე კითხვა: კორინთელთა მიმართ ა 1

სრულად წაიკითხე: კორინთელთა მიმართ ა 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში