
კორინთელთა მიმართ ა 1:27: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
მაგრამ ღმერთმა გამოარჩია შლეგნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ბრძენნი, და უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი.
კორინთელთა მიმართ ა 1:27 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 30 აპრილი, 2027, დიდი და წმინდა პარასკევი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: კორინთელთა მიმართ ა 1:27
11 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “‘არა მრავალნი ძლიერნი, არა მრავალნი დიდებულნი’ (1 კორ. 1:26). განა ძლიერნი და დიდებულნი ამპარტავნებით არ აღივსებიან? და რა უფრო მეტად აზიანებს ჭეშმარიტ ღმრთის შემეცნებას, თუ არა ამპარტავნება და სიმდიდრის სიყვარული? ვინაიდან, მისდამი ერთგულნი აწმყოთი ტკბებიან, მომავალზე ზრუნვა არ სურთ და მრავალი საზრუნავით ყურებს იხშობენ.”
მთელი განმარტება
“არა მრავალნი ძლიერნი, არა მრავალნი დიდებულნი” (1 კორ. 1:26). განა ძლიერნი და დიდებულნი ამპარტავნებით არ აღივსებიან? და რა უფრო მეტად აზიანებს ჭეშმარიტ ღმრთის შემეცნებას, თუ არა ამპარტავნება და სიმდიდრის სიყვარული? ვინაიდან, მისდამი ერთგულნი აწმყოთი ტკბებიან, მომავალზე ზრუნვა არ სურთ და მრავალი საზრუნავით ყურებს იხშობენ.
“არამედ სოფლის უგუნურნი გამოირჩია ღმერთმან” (1 კორ. 1:27). ეს უდიდესი ნიშანია ძლევისა, უგუნურებით ძლევა. წარმართნი იმდენად როდი სირცხვილდებიან, როდესაც ბრძენთაგან იმარცხებიან, რამდენადაც მაშინ, როდესაც ხედავენ, რომ საკუთარი ხელით მომუშავენი და უბრალო ხალხს მიკუთვნებულნი მათზე უკეთ ფილოსოფოსობენ. ამიტომაც თქვა პავლემ: “რაჲთა არცხჳნოს ბრძენთა” (1 კორ. 1:27).
და არა მარტო ამით, არამედ იგივე გააკეთა ღმერთმა სხვა ამქვეყნიურ უპირატესობებთან დაკავშირებითაც. “და უძლური სოფლისა გამოირჩია ღმერთმან, რაჲთა არცხჳნოს ძლიერი” (1 კორ. 1:27). არა მარტო უსწავლელნი, არამედ ღარიბნი, შეურაცხყოფილნი და უსახელონი მოუწოდა მან, რათა არცხვენინოს ძლიერნი. მებადურებმა ფილოსოფოსები დაამარცხეს! ადამიანური გონებით შეუძლებელი იყო მებადურებს ფილოსოფოსების დამარცხება, მაგრამ ეს შესაძლებელი გახდა. მაშასადამე, ცხადია, რომ ეს მადლის ძალით მოხდა.
ბასილი დიდი4 საუკუნე ეფრემ ასური4 საუკუნე ამბროზიასტერი4 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე თეოფილაქტე (გორსკი)18 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე როჟდესტვენსკი ვ. გ.დაუთარიღებელი
1 / 11
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 11 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში



თეოფილაქტე ბულგარელი
Commentary on the First Epistle to the Corinthians of Saint Apostle Paul
წყაროს გახსნა
თეოფილაქტე ბულგარელი
Interpretation of the Second Epistle to the Corinthians of the Holy Apostle Paul
წყაროს გახსნა

თეოდორიტე კვიროსელი
Interpretation of the Second Epistle of Apostle Paul to the Corinthians
წყაროს გახსნა
კორინთელთა მიმართ ა 1:27 კონტექსტში
1:25რადგანაც სიშლეგე ღვთისა კაცთა სიბრძნეზე უფრო ბრძნულია, და უძლურება ღვთისა - კაცთა ძლიერებაზე უფრო ძლიერი.
1:26დაუკვირდით, ძმანო, ვინა ხართ ხმობილნი: ცოტაა თქვენ შორის ხორციელად ბრძენი, ცოტაა ძლიერი, ცოტაა წარჩინებული.
1:27მაგრამ ღმერთმა გამოარჩია შლეგნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ბრძენნი, და უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი.
1:28უგვარონი ამა ქვეყნისა, უბადრუკნი და არარსნი გამოარჩია ღმერთმა, რათა არად აქციოს არსნი,
პარალელური ადგილები: კორინთელთა მიმართ ა 1:27
- იაკობის ეპისტოლე 2:5ისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმანო: განა ამ ქვეყნის გლახაკნი არ აირჩია ღმერთმა რწმენით მდიდრებად და სასუფევლის მკვიდრებად, რომელიც აღუთქვა თავის მოყვარეთ?
- მათეს სახარება 11:25იმ ხანად იესომ პასუხად თქვა: გადიდებ, მამაო, ცისა და მიწის უფალო, ვინაიდან ბრძენთა და გონიერთ დაუფარე ყოველივე ეს, და გაუცხადე ჩვილ ბალღებს.
- კორინთელთა მიმართ ა 1:20სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? ან ამ საუკუნის მაძიებელი? განა სიშლეგედ არ აქცია ღმერთმა სიბრძნე ამქვეყნიური?
- ფსალმუნები 8:2ჩვილთა და ძუძუმწოვართა ბაგეებიდან გამართე ხოტბა, რათა დაგედუმებინა შენი მტერი და შურისმგებელი.
- ესაია 29:14ამიტომ, აჰა, საკვირველს რასმე მოვახდენ ამ ხალხზე, გასაოცარს და საკვირველს; დაიკარგება მათ ბრძენთა სიბრძნე და მათ გონიერთა გონიერება უჩინო იქნება.
- მოციქულთა საქმენი 4:11ეს არის ქვა, რომელიც დაიწუნეთ თქვენ, მშენებლებმა, მაგრამ კუთხის თავად დაიდვა.
- მოციქულთა საქმენი 4:21ხოლო მათ მუქარით გაუშვეს ისინი, ვინაიდან ხალხის შიშით ვერ შესძლეს მათი დასჯა; რადგანაც ყველა ადიდებდა ღმერთს იმის გამო, რაც მოხდა.
- ლუკას სახარება 21:15ვინაიდან მე მოგცემთ სიტყვას და სიბრძნეს, რომელსაც წინ ვეღარ აღუდგება და ვერც შეეპასუხება ვერც ერთი თქვენი მოპირისპირე.
განაგრძე კითხვა: კორინთელთა მიმართ ა 1
სრულად წაიკითხე: კორინთელთა მიმართ ა 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში