გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

კორინთელთა მიმართ ა 16:11: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

8 interpreters აპლიკაციაში

კორინთელთა მიმართ ა 16:11

ნურავინ უგულებელყოფს, არამედ მშვიდობით გამოისტუმრეთ, ვინაიდან ძმებითურთ ველი.

კორინთელთა მიმართ ა 16:11 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 25 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 10 კვირის ოთხშაბათი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: კორინთელთა მიმართ ა 16:11

8 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “ვინაიდან ტიმოთე ახალგაზრდა იყო და ამასთან, ასეთი საზოგადოების გამოსწორებაც მას დაეკისრა, ორივე ეს გარემოება შეიძლებოდა გამხდარიყო მისი უგულებელყოფის მიზეზი. ამიტომაც პავლე მოციქული სამართლიანად აგრძელებს: ‘ნურავინ შეურაცხყოფს მას’ (1 კორ. 16:11).”

    მთელი განმარტება

    ვინაიდან ტიმოთე ახალგაზრდა იყო და ამასთან, ასეთი საზოგადოების გამოსწორებაც მას დაეკისრა, ორივე ეს გარემოება შეიძლებოდა გამხდარიყო მისი უგულებელყოფის მიზეზი. ამიტომაც პავლე მოციქული სამართლიანად აგრძელებს: “ნურავინ შეურაცხყოფს მას” (1 კორ. 16:11).

    მაგრამ მხოლოდ ამას როდი ითხოვს მისთვის? არამედ უფრო მეტ პატივსაც: “გააცილეთ მშვიდობით”, ამბობს იგი, “ისე, რომ უვნებელი იყოს, ყოველგვარი დავისა და შუღლის გარეშე, მტრობისა და სიძულვილის გარეშე, არამედ მოწიწებითა და მორჩილებით, როგორც მოძღვრის მიმართ”.

    რატომ ამბობს ამას მოციქული?

    “რათა მოვიდეს ჩემთან, ვინაიდან მე და ძმები ველოდებით მას”. ამ სიტყვებით მოციქული მათ შიშსაც უნერგავს, რათა იცოდნენ, რომ ტიმოთე მას ყველაფერს მოუთხრობს, რაც გადახდა თავს და ამიტომ უფრო თვინიერნი იყვნენ. ამიტომაც დასძენს: “ვინაიდან მე ველოდები მას”.

    ხოლო, მეორე მხრივ, ამ სიტყვებით ტიმოთეს მიმართ ნდობასაც აღძრავს, რადგან გამოხატავს, რომ თვითონაც აპირებს მათთან გამგზავრებას და ელოდება მას. ამასთან, ამით მათდამი სიყვარულსაც ავლენს და უჩვენებს, თუ რაოდენ სასარგებლო ადამიანი გაუგზავნა მათ.

  2. ამბროზიასტერი4 საუკუნე
  3. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  4. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  5. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  6. მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
  7. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  8. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 8

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 8 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

კორინთელთა მიმართ ა 16:11 კონტექსტში

16:9ვინაიდან გამეღო ვრცელი და ფართო ბჭე, თუმცა ბლომად არიან მოწინააღმდეგენიც.

16:10ხოლო თუ ტიმოთე გეწვიათ, ეცადეთ უშიშრად გყავდეთ, რადგანაც ღვთის საქმეს ასრულებს, ისევე, როგორც მე.

16:11ნურავინ უგულებელყოფს, არამედ მშვიდობით გამოისტუმრეთ, ვინაიდან ძმებითურთ ველი.

16:12ძმა აპოლოსს კი ბევრი ვეხვეწე, რომ ძმებთან ერთად გწვეოდათ, მაგრამ ამჟამად არასდიდებით არ ინება, არამედ მოვა, როცა მოიცლის.

16:13იფხიზლეთ, მტკიცედ იდექით რწმენით, მხნედ იყავით და გაძლიერდით.

პარალელური ადგილები: კორინთელთა მიმართ ა 16:11

განაგრძე კითხვა: კორინთელთა მიმართ ა 16

სრულად წაიკითხე: კორინთელთა მიმართ ა 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში