გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

კორინთელთა მიმართ ა 3:15: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

12 interpreters აპლიკაციაში

კორინთელთა მიმართ ა 3:15

ხოლო ვისიც დაიწვის, ის იზარალებს. თვითონ კი გადარჩება, მაგრამ თითქოს ცეცხლს გადარჩენოდეს.

კორინთელთა მიმართ ა 3:15 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 22 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-9 კვირიაკე (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: კორინთელთა მიმართ ა 3:15

12 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “‘რომლისა საქმე დაიწუას, იზღვიოს; ხოლო თავი თჳსი ცხონდეს, ვითარცა ცეცხლით’. ნუთუ მოძღვართა და მოწაფეთა შესახებ რომ ეთქვა ეს, მოძღვრებს სასჯელი არ უნდა დაეტანჯათ, თუკი მოწაფეები არ ისმენდნენ მათ? ამიტომაც ბრძანებს: ‘კაცად-კაცადი თჳსი სასყიდელი მიიღოს თჳსისაებრ შრომისა’ (1 კორ. 3:8), არა საქმის დასრულების მიხედვით, არამედ შრომის მიხედვით. რა საჭიროა მისთვის, თუკი მსმენელები ყურადღებას არ აქცევდნენ? აქედანაც ჩანს, რომ აქ საქმეებზეა საუბარი.”

    მთელი განმარტება

    “რომლისა საქმე დაიწუას, იზღვიოს; ხოლო თავი თჳსი ცხონდეს, ვითარცა ცეცხლით”. ნუთუ მოძღვართა და მოწაფეთა შესახებ რომ ეთქვა ეს, მოძღვრებს სასჯელი არ უნდა დაეტანჯათ, თუკი მოწაფეები არ ისმენდნენ მათ? ამიტომაც ბრძანებს: “კაცად-კაცადი თჳსი სასყიდელი მიიღოს თჳსისაებრ შრომისა” (1 კორ. 3:8), არა საქმის დასრულების მიხედვით, არამედ შრომის მიხედვით. რა საჭიროა მისთვის, თუკი მსმენელები ყურადღებას არ აქცევდნენ? აქედანაც ჩანს, რომ აქ საქმეებზეა საუბარი.

    ხოლო სიტყვების აზრი შემდეგია: ვინც სწორი სარწმუნოებით ცუდ ცხოვრებას ეწევა, მას რწმენა სასჯელისგან ვერ დაიცავს, როდესაც საქმე დაიწვება. დაიწვება, ესე იგი, ცეცხლის ძალას ვერ გაუძლებს. ოქროს იარაღით ცეცხლოვან მდინარეს თუ გადალახავ, დიდებით გადახვალ; ხოლო თუკი თივით შეეცდები გადალახვას, არა თუ წარმატებას მიაღწევ, არამედ თავსაც დაიღუპავ. ასე ხდება საქმეებშიც.

    ამას რომ ამბობს, მოციქულს ადამიანების ფიზიკური დაწვა როდი აქვს მხედველობაში, არამედ უძლიერესი შიშის შთაგონება სურს და იმის ჩვენება, რომ ბიწიერად მცხოვრები საფრთხეშია. ამიტომაც ამბობს: “იზღვიოს”, აჰა, პირველი სასჯელი. “ხოლო თავი თჳსი ცხონდეს, ვითარცა ცეცხლით”, აჰა, მეორეც. ეს სიტყვები შემდეგს ნიშნავს: ის თავად არ დაიღუპება ისე, როგორც საქმეები, არ იქცევა არარაობად, არამედ ცეცხლში დარჩება. ამას უწოდებს მოციქული ხსნას, ამიტომაც უბრალოდ როდი თქვა: ცხონდეს, არამედ დაუმატა: ვითარცა ცეცხლით. ჩვენც ხომ ასე ვამბობთ: ცეცხლში ინახება, იმ საგნებზე, რომლებიც არ იწვიან და მყისვე არ იქცევიან ფერფლად. ამიტომ, ცეცხლზე რომ გესმის, ნუ იფიქრებ, რომ დამწვარნი არარაობად იქცევიან.

    ნუ გაგიკვირდება ისიც, რომ მოციქული ასეთ სატანჯველს ხსნას უწოდებს. იგი ხშირად უსიამოვნო საგნებზე კარგ გამოთქმებს იყენებს, ხოლო სასიამოვნო საგნებზე, ცუდს. მაგალითად, სიტყვა “ტყვეობა” ცუდ საგანს აღნიშნავს, მაგრამ პავლე მას კარგის მნიშვნელობით იყენებს, როდესაც ამბობს: “ვატყვევთ ყოველსა გონებასა მორჩილებად ქრისტესა” (2 კორ. 10:5). ასევე, ცუდზე საუბრისას კარგ გამოთქმას იყენებს შემდეგ სიტყვებში: “იმეფა ცოდვამან” (რომ. 5:21); მაშინ, როდესაც სიტყვა “მეფობა” უფრო კარგად ჟღერს.

    ასევე აქაც, თქვა რა: ცხონდეს, სხვა არაფერს გამოხატავს, თუ არა სასჯელის გაგრძელებას და თითქოს ამბობს: თავად კი იტანჯება განუწყვეტლივ.

  2. ეფრემ ასური4 საუკუნე
  3. ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე
  4. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  5. კეზარი არლელი6 საუკუნე
  6. გრიგოლი დიდი6 საუკუნე
  7. მაქსიმე აღმსარებელი7 საუკუნე
  8. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  9. მარკოზ ევგენიკოსი15 საუკუნე
  10. ნიკიფორე (თეოტოკისი)18 საუკუნე
  11. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  12. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 12

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 12 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

კორინთელთა მიმართ ა 3:15 კონტექსტში

3:13თითოეულის საქმე გამომჟღავნდება, რადგანაც ცხადყოფს დღე; ვინაიდან ცეცხლით მჟღავნდება და ცეცხლითვე გამოიცდება, ვინ რას აკეთებს.

3:14ვისი საქმეც გაუძლებს, მშენებელს საზღაური ელის.

3:15ხოლო ვისიც დაიწვის, ის იზარალებს. თვითონ კი გადარჩება, მაგრამ თითქოს ცეცხლს გადარჩენოდეს.

3:16ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ, და სული ღვთისა მკვიდრობს თქვენში?

3:17ვინც ღვთის ტაძარს დააქცევს, დააქცევს მას ღმერთი, რადგანაც ღვთის ტაძარი წმიდაა, და ესა ხართ თქვენ.

პარალელური ადგილები: კორინთელთა მიმართ ა 3:15

განაგრძე კითხვა: კორინთელთა მიმართ ა 3

სრულად წაიკითხე: კორინთელთა მიმართ ა 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში