
იოანეს ეპისტოლე ა 3:17: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
ვისაც სიმდიდრე არ აკლია ამ ქვეყნად, მაგრამ გაჭირვებული ძმის შემყურე გულს იხშობს მისთვის, როგორღა დაემკვიდრება მასში ღვთის სიყვარული?
იოანეს ეპისტოლე ა 3:17 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 2 მარტი, 2027, ხორცის უარყოფის სამშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: იოანეს ეპისტოლე ა 3:17
9 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
კვიპრიანე კართაგენელი3 საუკუნე იოანე ოქროპირი4 საუკუნე “თუკი გლახაკს დაინახავ, ნუ ჩაუვლი გულგრილად. წამით წარმოიდგინე, მის ადგილას რომ ყოფილიყავი, რას ისურვებდი სხვებისგან? ნუთუ არ მოინდომებდი, რომ შეგეწიონ და თანაგიგრძნონ? გაიხსენე ოქროს წესი: ისე მოექეცი სხვას, როგორც გინდა, რომ შენ მოგექცნენ.”
ამბროსი მედიოლანელი4 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ილია სოკოლოვი19 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
1 / 9
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 9 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
იოანეს ეპისტოლე ა 3:17 კონტექსტში
3:15ყველა, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია; თქვენ კი იცით, რომ არცერთ კაცისმკვლელს არ აქვს საუკუნო სიცოცხლე, თვით მასშივე დამკვიდრებული.
3:16იმით შევიცანით სიყვარული, რომ მან თავისი სული დადო ჩვენთვის; ჩვენც გვმართებს ძმებისათვის სულის დადება.
3:17ვისაც სიმდიდრე არ აკლია ამ ქვეყნად, მაგრამ გაჭირვებული ძმის შემყურე გულს იხშობს მისთვის, როგორღა დაემკვიდრება მასში ღვთის სიყვარული?
3:18შვილებო, გვიყვარდეს, მაგრამ არა სიტყვით და ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით.
3:19ამით შევიცნობთ, რომ ჭეშმარიტებისაგან ვართ და მის წინაშე დავიმშვიდებთ გულს.
პარალელური ადგილები: იოანეს ეპისტოლე ა 3:17
- ებრაელთა მიმართ 13:16ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს.
- მეორე სთვლისაება 15:7თუ იქნა თქვენში ღარიბი, ერთი თქვენი მოძმეთაგანი, თქვენს ერთ-ერთ ქალაქში, იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, გულს ნუ გაიქვავებ და ხელმოჭერილი ნუ იქნები შენი ღარიბი მოძმის მიმართ.
- მეორე სთვლისაება 15:11რადგან არ დაილევა ღარიბი ამ ქვეყანაზე; ამიტომაც გიბრძანებ, რომ ხელგაშლილი იყო შენი მოძმის მიმართ, შენი ღატაკისა და ღარიბის მიმართ შენს ქვეეანაში.
- ესაია 58:7რომ მშიერს გაუყო შენი პური და უსახლკარო ღარიბ-ღატაკნი სახლში შეიყვანო, რომ შემოსო შიშველი, როცა დაინახავ, და შენს სისხლსა და ხორცს არ დაემალო?
- ესაია 58:10თუ სულს არ დაიშურებ მშიერისთვის და ტანჯულ კაცს გულს მოუფონებ, წყვდიადში ამოგიბრწყინდება ნათელი და შენი ბნელი შუადღესავით იქნება.
- იოანეს ეპისტოლე ა 4:20თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი სძულს ცრუა, ვინაიდან თუ თავისი ძმა არ უყვარს, რომელსაც ხედავს როგორღა შეიყვარებს ღმერთს რომელსაც ვერ ხედავს?
- იგავესნი 19:17ღარიბ-ღატაკის განმკითხავი სესხს აძლევს უფალს და ის მიუზღავს სამაგიეროს.
- ლუკას სახარება 3:11მიუგო და უთხრა მათ: ვისაც ორი ხელი სამოსი აქვს, მისცეს არმქონეს: და ვისაც საჭმელი აქვს, ასევე მოიქცეს.
განაგრძე კითხვა: იოანეს ეპისტოლე ა 3
სრულად წაიკითხე: იოანეს ეპისტოლე ა 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში

