
მეფეთა ა 10:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მეფეთა ა 10:17 კონტექსტში
10:15უთხრა საულს ბიძამ: მომიყევი, რა გითხრათ სამუელმა.
10:16უთხრა საულმა ბიძას: გამოგვიცხადა, ნაპოვნიაო ვირები. ხოლო მეფობის ამბავი, რაც სამუელმა უთხრა, არ გაუმხელია მისთვის.
10:17მოუხმო სამუელმა ხალხს უფალთან მიცფაში.
10:18უთხრა ისრაელიანებს: ასე ამბობს უფალი, ღმერთი ისრაელისა: მე გამოვიყვანე ისრაელი ეგვიპტიდან, მე გიხსენით თქვენ ეგვიპტელთაგან და ყველა სამეფოსგან, რომელიც კი გავიწროებდათ.
10:19ახლა უარყოფთ თქვენს ღმერთს, რომელმაც გიხსნათ ძნელბედობასა და გასაჭირში, რადგან ეუბნებით: მეფე დაგვიდგინეო. აბა, წარუდექით უფალს თქვენთქვენი ტომისა და გვარეულობის მიხედვით.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 10:17
- მსაჯულნი 20:1გამოვიდა მთელი ისრაელობა და შეიკრიბა საზოგადოება, როგორც ერთი კაცი, დანიდან ბეერ-შებამდე და გალაადის ქვეყანა უფლის წინაშე მიცფაში.
- მეფეთა ა 7:5თქვა სამუელმა: შეკრიბეთ მთელი ისრაელი მიცფაში და შევევედრები თქვენთვის უფალს.
- მეფეთა ა 7:6შეიკრიბნენ მიცფაში; ამოჰქონდათ წყალი და უღვრიდნენ უფალს და მარხულობდნენ იმ დღეს. თქვეს იქ: შევცოდეთ უფალს. განსაჯა სამუელმა ისრაელიანები მიცფაში.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 10
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში