
მეფეთა ა 10:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გამოუცხადა სამუელმა ერს მეფობის უფლებანი, წიგნში ჩაწერა და უფლის წინაშე დადო. მერე დაითხოვა სამუელმა ხალხი და წავიდ-წამოვიდნენ თავ-თავის სახლებში.
მეფეთა ა 10:25 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 10:25 კონტექსტში
10:23გაიქცნენ და გამოიყვანეს იქიდან. ჩადგა ხალხში და ერთი თავით ყველაზე მაღალი გამოჩნდა.
10:24უთხრა სამუელმა მთელ ხალხს: ხომ ხედავთ, ვინ აირჩია უფალმა? რადგან მთელ ხალხში არავინაა მისი მსგავსი. იხუვლა ხალხმა და თქვა: დღეგრძელი იყოს მეფე!
10:25გამოუცხადა სამუელმა ერს მეფობის უფლებანი, წიგნში ჩაწერა და უფლის წინაშე დადო. მერე დაითხოვა სამუელმა ხალხი და წავიდ-წამოვიდნენ თავ-თავის სახლებში.
10:26საულიც გაემართა თავისი სახლისკენ, გიბყაში. თან გაჰყვა მამაცი ხალხი, რომელთა გულებს ღმერთი შეეხო.
10:27უგვანი ხალხი ამბობდა: ეგ ჩვენ როგორ გვიხსნისო, და შეიძულეს იგი და ძღვენი არ მიართვეს. მას კი არაფერი უთქვამს.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 10:25
- მეფეთა ა 8:11უთხრა: აი, რა უფლებები ექნება მეფეს, რომელიც იმეფებს თქვენზე: წაიყვანს თქვენს შვილებს და თავის ეტლებთან და ცხენებთან დაიყენებს და ირბენენ მისი ეტლის წინ.
- მეფეთა ა 8:18მაშინ მოჰყვებით წუწუნს თქვენს არჩეულ მეფეზე, მაგრამ არ მოგისმენთ უფალი.
- მეორე სთვლისაება 17:14როცა მიხვალ იმ ქვეყანაში, რომელსაც მოგცემს უფალი, შენი ღმერთი, დაეპატრონები მას და იცხოვრებ იქ და იტყვი: დავისვამ მეფეს იმ ხალხებივით, ჩემს გარშემო რომ არიანო,
- მეორე სთვლისაება 17:20რომ არ გაუმედიდურდეს თავის მოძმეებს, არ გადაუხვიოს ანდერძს არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, რათა მრავალი ხანი იმეფოს მან და მისმა შვილებმა ისრაელის წიაღიდან.
- ტიტეს მიმართ 3:1შეახსენე მათ, დაემორჩილონ მთავართა და ხელისუფალთ; მორჩილნი იყვნენ და ყოველგვარი კეთილი საქმისათვის მზადმყოფნი.
- ეზექიელი 45:9ასე ამბობს უფალი ღმერთი: კმარა, ისრაელის მთავრებო! მოეშვით მძლავრობას და ძარცვას; ქმენით მართალი სამართალი და შეწყვიტეთ ჩემი ერის დევნა, ამბობს უფალი ღმერთი.
- ეზექიელი 45:10მართალი სასწორი, მართალი ეფა და მართალი ბათი უნდა გქონდეთ.
- ეზექიელი 46:16ასე ამბობს უფალი ღმერთი: თუ მთავარი მისცემს თავის ერთ-ერთ შვილს საჩუქარს თავისი სამკვიდროდან, ეს მისი შვილების იქნება, მათი საკუთრება იქნება მემკვიდრეობით.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 10
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში