
მეფეთა ა 10:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შემდგომ ამისა ღვთის ბორცვზე ახვალ, სადაც ფილისტიმელთა სადარაჯოებია. ქალაქში შესვლისას შეხვდები გორაკიდან ჩამომავალ ქადაგთა გუნდს, რომელთაც წინ მიუძღვებიან ქნარით, დაფდაფით, სტვირითა და ებნით. თავად კი ქადაგებენ.
მეფეთა ა 10:5 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 10:5 კონტექსტში
10:3გასცდები ამ ადგილს და მიხვალ თაბორის მუხნართან და შეხვდები ბეთელისკენ სალოცავად მიმავალს სამ კაცს. ერთს სამი თიკანი მიჰყავს, მეორეს სამი პური მიაქვს, მესამეს ტიკით ღვინო.
10:4მშვიდობით მოგიკითხავენ და ორ პურს მოგცემენ, შენც გამოართმევ.
10:5შემდგომ ამისა ღვთის ბორცვზე ახვალ, სადაც ფილისტიმელთა სადარაჯოებია. ქალაქში შესვლისას შეხვდები გორაკიდან ჩამომავალ ქადაგთა გუნდს, რომელთაც წინ მიუძღვებიან ქნარით, დაფდაფით, სტვირითა და ებნით. თავად კი ქადაგებენ.
10:6ღვთის სული გადმოვა შენზე და მათთან ერთად აქადაგდები, სხვა კაცად გარდაიქმნები.
10:7როცა ყოველივე ეს აგიცხადდება, როგორც მოგიხდეს, ისე მოიქეცი, რადგან ღმერთი იქნება შენთან.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 10:5
- მეფეთა ა 19:20გაგზავნა საულმა გზირები დავითის შესაპყრობად, მაგრამ როცა იხილეს ქადაგთა გუნდი და სამუელი, მათი ზედამდგომელი, ღვთის სულით აივსნენ ისინი და გაქადაგდნენ.
- მეფეთა ა 13:3იონათანმა დაამარცხა ფილისტიმელთა რაზმი, რომელიც გიბყაში იდგა, და გაიგეს ეს ფილისტიმელებმა. საულმა ბუკს დააყვირებინა მთელ ქვეყანაში და გამოაცხადა: გაიგონონ ებრაელებმა!
- ნეშტთა შორისა ა 25:1დავითმა და მისმა მხედართმთავრებმა სამსახურისთვის დაანაწილეს ასაფის, ჰემანის და იედუთუნის ძენი, რომელნიც ბობღნებზე, ქნარებსა და წინწილებზე უკრავდნენ. იმათი რიცხვი, ვინც თავიანთ სამსახურის საქმეს ეწეოდნენ, იყო:
- ნეშტთა შორისა ა 25:6ყველა ესენი მათი მამის ლოტბარობით გალობდნენ უფლის სახლში წინწილებით, ქნარებით, ბობღნებით, ღვთის სახლის სამსახურის გასაწევად, მეფის, ასაფის, იედუთუნისა და ჰემანის ხელმძღვანელობით.
- მეფეთა ა 10:10ავიდნენ გორაკზე და, აჰა, მოდის მისკენ ქადაგთა გუნდი. გადმოვიდა მასზე ღვთის სული და ისიც მათთან ერთად აქადაგდა.
- ფსალმუნები 49:4ყურს მივუგდებ იგავს, ქნარზე ამოვხსნი ჩემს გამოცანას,
- ფსალმუნები 150:3ადიდეთ იგი ბუკის ცემით, ადიდეთ იგი ჩანგით და ქნარით.
- ფსალმუნები 150:6ყოველმა სულდგმულმა ადიდოს უფალი. ადიდეთ უფალი!
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 10
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში