
მეფეთა ა 11:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა ხალხმა სამუელს: ვინ ამბობდა, ნუთუ საულმა უნდა იმეფოსო ჩვენზე? მოგვეცი ის ხალხი, რომ დავხოცოთ.
მეფეთა ა 11:12 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 11:12 კონტექსტში
11:10შეუთვალეს იაბეშელებმა ყამონელებს: ხვალ გამოვალთ თქვენ წინააღმდეგ და გვიყავით, რაც გენებოთ.
11:11მეორე დღეს სამ რაზმად გაჰყო საულმა ხალხი. დილის სახმილავზე შევიდნენ შუაგულ ბანაკში და შუადღის პაპანაქებამდე გაწყვიტეს ყამონელები. გადარჩენილნი კი ისე დაიფანტნენ, რომ ორს ერთად ვერ ნახავდა კაცი.
11:12უთხრა ხალხმა სამუელს: ვინ ამბობდა, ნუთუ საულმა უნდა იმეფოსო ჩვენზე? მოგვეცი ის ხალხი, რომ დავხოცოთ.
11:13უთხრა საულმა: ერთი კაციც არ მოკვდება დღეს, რადგან ხსნა მოავლინა უფალმა დღეს ისრაელში.
11:14უთხრა სამუელმა ხალხს: წამოდით, წავიდეთ გილგალში და განვაახლოთ იქ მეფობა.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 11:12
- მეფეთა ა 10:27უგვანი ხალხი ამბობდა: ეგ ჩვენ როგორ გვიხსნისო, და შეიძულეს იგი და ძღვენი არ მიართვეს. მას კი არაფერი უთქვამს.
- ლუკას სახარება 19:27ხოლო ეს ჩემი მტრები, რომლებსაც არ უნდოდათ, რომ მათი მეფე ვყოფილიყავი, აქ მომგვარეთ და ჩემ წინაშე დახოცეთ.
- ფსალმუნები 21:8შენი ხელი მისწვდება ყველა მტერს შენსას, მარჯვენა გაანადგურებს შენს მოძულეებს.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 11
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში