
მეფეთა ა 11:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აღრიცხა ისინი ბეზეკში: ისრაელიანი სამასი ათასი იყო, იუდას ხალხი - ოცდაათი ათასი.
მეფეთა ა 11:8 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 11:8 კონტექსტში
11:6ამ სიტყვების გაგონებისას ღვთის სული გადმოვიდა საულზე და ძლიერ განრისხდა იგი.
11:7ადგა და აკუწა ორივე ხარი და მოციქულების ხელით დაგზავნა მთელ ისრაელში, შეუთვალა: ვინც საულს და სამუელს არ გაჰყვება, ასე მოუვა მის ხარებს. უფლის შიში დაეცა ხალხს და გამოვიდნენ როგორც ერთი კაცი.
11:8აღრიცხა ისინი ბეზეკში: ისრაელიანი სამასი ათასი იყო, იუდას ხალხი - ოცდაათი ათასი.
11:9უთხრეს მოსულ მოციქულებს: ასე უთხარით გალაადის იაბეშის ხალხს: ხვალ, მზე რომ დააცხუნებს, მოგევლინებათ ხსნა. მივიდნენ მოციქულები და შეატყობინეს იაბეშელებს. მათაც გაიხარეს.
11:10შეუთვალეს იაბეშელებმა ყამონელებს: ხვალ გამოვალთ თქვენ წინააღმდეგ და გვიყავით, რაც გენებოთ.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 11:8
- მეფეთა ბ 24:9მიართვა იოაბმა მეფეს ხალხის აღრიცხვის წიგნი და აღმოჩნდა ისრაელში რვაასი ათასი მებრძოლი, მახვილის მაშიშვლებელი, და იუდაში ხუთასი ათასი კაცი.
- მსაჯულნი 1:4გავიდა იუდა და უფალმა ხელში ჩაუგდო ქანაანელები და ფერიზელები. ამოხოცეს ისინი ბეზეკში - ათი ათასი კაცი.
- მსაჯულნი 1:5ბეზეკშივე შეეყარნენ ადონი-ბეზეკს. შეებნენ და დაამარცხეს ქანაანვლები და ფერიზელები.
- ნეშტთა შორისა ბ 17:12თანდათან განდიდდა და აღზევდა იოშაფატი. ააშენა მან იუდაში სიმაგრეები და სამარაგო ქალაქები.
- ნეშტთა შორისა ბ 17:19აჰა, ისინი ვინც მეფეს ემსახურებოდნენ, იმათ გარდა, მეფემ იუდას ყველა ციხე-ქალაქში რომ ჩააყენა.
- მეფეთა ა 13:15ადგა სამუელი და წავიდა გილგალიდან ბენიამინის გიბყაში. დათვალა საულმა თავისთან მყოფი ხალხი - ექვსასამდე კაცი.
- მეფეთა ა 15:4შეჰყარა საულმა ხალხი და დათვალა ტელაიმში ორასი ათასი ქვეითი, მათ შორის ათი ათასი იუდაელი.
- მსაჯულნი 20:2გაემზადნენ მთელი ერის თავკაცები და ისრაელის ყოველი ტომი საღვთო ერის შესაკრებელში - ოთხასი კაცი, მახვილის ამღები.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 11
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში