
მეფეთა ა 12:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აჰა, აქ ვარ, მამხილეთ უფლისა და მისი ცხებულის წინაშე, თუ ოდესმე ვინმესთვის ხარი ან სახედარი წამერთმიოს, თუ ვინმე შემევიწროებიოს, თუ ვინმე დამეჩაგროს, თუ ვინმესგან ქრთამი ამეღოს მის საქმეზე თვალის დასახუჭად, პასუხს ვაგებ.
მეფეთა ა 12:3 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 12:3 კონტექსტში
12:1უთხრა სამუელმა მთელ ისრაელს: აჰა, ყველაფერი მოგისმინეთ, რასაც მოითხოვდით ჩემგან და დაგისვით მეფე.
12:2ამიერიდან მეფე წაგიძღვებათ წინ; მე მოვხუცდი და გავთეთრდი. აქ არიან ჩემი შვილებიც თქვენთან ერთად. სიყმაწვილიდან დღემდე წინ მიგიძღოდით.
12:3აჰა, აქ ვარ, მამხილეთ უფლისა და მისი ცხებულის წინაშე, თუ ოდესმე ვინმესთვის ხარი ან სახედარი წამერთმიოს, თუ ვინმე შემევიწროებიოს, თუ ვინმე დამეჩაგროს, თუ ვინმესგან ქრთამი ამეღოს მის საქმეზე თვალის დასახუჭად, პასუხს ვაგებ.
12:4უთხრეს: არც შეგივიწროებივართ და არც დაგიჩაგრივართ, არც ვინმესაგან რამე აგიღია.
12:5კვლავ უთხრა მათ: უფალი იყოს მოწმე თქვენ შორის და მისი ცხებული იყოს მოწმე ამ დღეს, რომ ვერაფერი ჰპოვეთ ჩემს ხელში. უთხრეს: მოწმე იყოს!
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 12:3
- მოციქულთა საქმენი 20:33არც ვისიმე ოქრო-ვერცხლი მინატრია და არც სამოსი.
- რიცხვთა 16:15დიდად გაჯავრდა მოსე და უთხრა უფალს: ნუ მიხედავ მათ ძღვენს. ერთი ვირიც არ წამირთმევია მათთვის, ერთი მათგანისთვისაც არ მიწყენინებია.
- მეფეთა ა 24:6უთხრა თავის ხალხს: ღმერთმა დამიფაროს, რომ ასეთი საქმე ვუყო ჩემს ბატონს, უფლის ცხებულს! ხელს როგორ აღვმართავ მასზე, რადგან უფლის ცხებულია იგი
- პეტრეს ეპისტოლე ა 5:2მწყემსეთ თქვენთვის მონდობილი ღვთის სამწყსო, მაგრამ არა იძულებით, არამედ ნებსით, არა ბილწი ანგარებით, არამედ გულმოდგინებით.
- მეორე სთვლისაება 16:19სამართალს ნუ გაამრუდებ, მიკერძოებული ნუ იქნები და ქრთამს ნუ აიღებ, რადგან ქრთამი თვალს უბრმავებს ბრძენკაცებს და ასხვაფერებს მართალთა სიტყვებს.
- თესალონიკელთა მიმართ ა 2:10თქვენთან ერთად, ღმერთია მოწმე, თუ რა წმინდად, სამართლიანად და უმწიკვლოდ ვიქცეოდით თქვენ მიმართ, რომელთაც გწამთ,
- მეფეთა ა 12:5კვლავ უთხრა მათ: უფალი იყოს მოწმე თქვენ შორის და მისი ცხებული იყოს მოწმე ამ დღეს, რომ ვერაფერი ჰპოვეთ ჩემს ხელში. უთხრეს: მოწმე იყოს!
- მეფეთა ა 10:1აიღო სამუელმა ზეთით სავსე ქილა, თავზე დაასხა, აკოცა და უთხრა: აჰა, გცხო უფალმა თავისი სამკვიდროს მთავრად.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 12
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში