
მეფეთა ა 13:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გამოვიდა ფილისტიმელთა ბანაკიდან სამი მარბიელი რაზმი; ერთი ყოფრას გზაზე გაემართა, ბუყალის ქვეყნისკენ.
მეფეთა ა 13:17 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 13:17 კონტექსტში
13:15ადგა სამუელი და წავიდა გილგალიდან ბენიამინის გიბყაში. დათვალა საულმა თავისთან მყოფი ხალხი - ექვსასამდე კაცი.
13:16საული და მისი ვაჟი იონათანი და მათთან მყოფი ხალხი ბენიამინის გიბყაში დადგნენ. ფილისტიმელები კი მიქმაშში დაბანაკდნენ.
13:17გამოვიდა ფილისტიმელთა ბანაკიდან სამი მარბიელი რაზმი; ერთი ყოფრას გზაზე გაემართა, ბუყალის ქვეყნისკენ.
13:18მეორე რაზმი ბეთ-ხორონის გზას დაადგა, მესამე კი ცებოიმის ველისკენ მიმავალ გზას, უდაბნოზე რომ გადის.
13:19მჭედელი არ მოიძებნა მთელ ისრაელში, რადგან გაწყვიტეს ფილისტიმელებმა, რომ არც მახვილი, არც შუბი არ ეკეთებინათ ებრაელებს.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 13:17
- იესო ნავეს ძე 18:23ჰაყავიმი, ჰაფარა და ყოფრა;
- მეფეთა ა 14:15შიშის ზარმა მოიცვა ბანაკი, ველი და მთელი საყარაულო. თვით მარბიელიც კი შეძრწუნდა. იძრა მიწა და გარდამოვიდა ღვთის ზარი.
- იესო ნავეს ძე 19:3ხაცარ-შუყალი, ბალა და ყაცემი;
- მეფეთა ა 11:11მეორე დღეს სამ რაზმად გაჰყო საულმა ხალხი. დილის სახმილავზე შევიდნენ შუაგულ ბანაკში და შუადღის პაპანაქებამდე გაწყვიტეს ყამონელები. გადარჩენილნი კი ისე დაიფანტნენ, რომ ორს ერთად ვერ ნახავდა კაცი.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 13
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში