
მეფეთა ა 13:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაემართნენ ფილისტიმელთა მოწინავენი მიქმაშის ვიწროებისკენ.
მეფეთა ა 13:23 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 13:23 კონტექსტში
13:21როცა დაუბლაგვდებოდა პირი სახნისებს, თოხებს, ფიწლებს, ცულებს, ან თუ დეზები იქნებოდა გასამართავი.
13:22როცა ბრძოლის დრო დადგა, არ აღმოაჩნდათ სალისა და იონათანის თანამდგომ ხალხს მახვილები დ შუბები. მხოლოდ საულს და მის ვაჟს, იონათანს აღმოაჩნდათ.
13:23გაემართნენ ფილისტიმელთა მოწინავენი მიქმაშის ვიწროებისკენ.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 13:23
- ესაია 10:28ის მიდის ყაიათში, ჩაუვლის მიგრონს, მიქმასში საჭურველს გადაინახავს;
- მეფეთა ა 14:1უთხრა ერთ დღეს იონათანმა, საულის ძემ, მსახურს, თავის საჭურველთმტვირთველს: წამო, გავიდეთ ფილისტიმელთა საყარაულოსთან, იქითა მხარეს რომ არის. მამისთვის არაფერი უთქვამს.
- მეფეთა ა 14:4იმ ვიწროებში, საიდანაც უნდოდა იონათანს ფილისტიმელთა მოწინავე რაზმთან გასვლა, ერთ მხარესაგ კლდის შვერილი იყო და მეორე მხარესაც; ერთის სახელი - ბოცეცი, მეორისა - სენე.
- მეფეთა ა 14:5ერთი შვერილი ჩრდილოეთის მხრიდან იყო აღმართული მიქმაშის გასწვრივ, მეორე - სამხრეთიდან, გაბაყის გასწვრივ.
- მეფეთა ა 13:5ფილისტიმელებიც შეიკრიბნენ ისრაელის წინააღმდეგ საომრად. ოცდაათი ათასი საომარი ეტლი, ექვსი ათასი ცხენოსანი, ზღვის ქვიშასავით ურიცხვი ხალხი. წამოვიდნენ და მიქმასში, ბეთ-ავენის აღმოსავლეთით დაბანაკდნენ.
- მეფეთა ა 13:2გამოარჩია საულმა თავისთვის ისრაელში სამი ათასი კაცი; ორიათასი საულთან დადგა მიქმაშში და ბეთილის მთაზე, ათასი კაცი კი იონათანთან ბენიამინის გიბყაში. დანარჩენი ხალხი თავ-თავის კარვებში გაისტუმრა.
- მეფეთა ა 13:3იონათანმა დაამარცხა ფილისტიმელთა რაზმი, რომელიც გიბყაში იდგა, და გაიგეს ეს ფილისტიმელებმა. საულმა ბუკს დააყვირებინა მთელ ქვეყანაში და გამოაცხადა: გაიგონონ ებრაელებმა!
- მეფეთა ბ 23:14მაშინ დავითი ამ საფარში იყო, ხოლო ფილისტიმელების ყარაული ბეთლემში იდგა.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 13
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში