
მეფეთა ა 14:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვიდრე მღვდელს ელაპარაკებოდა საული, კიდევ უფრო იმატა აურზაურმა ფილისტიმელთა ბანაკში. უთხრა საულმა მღვდელს: დაუშვი ხელი.
მეფეთა ა 14:19 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 14:19 კონტექსტში
14:17უთხრა საულმა თავისთან მყოფ ხალხს: მოათვალიერეთ და ნახეთ, ვინ არის წასული ჩვენიანებიდან. მოათვალიერეს და, აჰა, არც იონათანი ჩანს და არც მისი საჭურველთმტვირთველი.
14:18უთხრა საულმა ახიას: მოიტანე ღვთის კიდობანი. რდგან ისრაელიანებთან იყო იმ დღეს ღვთის კიდობანი.
14:19ვიდრე მღვდელს ელაპარაკებოდა საული, კიდევ უფრო იმატა აურზაურმა ფილისტიმელთა ბანაკში. უთხრა საულმა მღვდელს: დაუშვი ხელი.
14:20დასცეს ყიჟინა საულმა და მასთან მყოფმა მთელმა ხალხმა და მოიჭრნენ ბრძოლის ადგილზე. აჰა, გაიმართა ხელჩართული ბრძოლა და შეიქნა მეტისმეტი არეულობა.
14:21ებრაელები, ადრე რომ ფილისტიმელებთან იყვნენ და ყველგან დაჰყვებოდნენ მათ ბანაკს, ახლა ისრაელიანებს შეუერთდნენ, რომელნიც თან ახლდნენ საულსა და იონათანს.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 14:19
- რიცხვთა 27:21ელეაზარ მღვდელს წარუდგება იგი და გამოიკითხავს მისგან ურიმის სამართალს უფლის წინაშე. მისი ბრძანებით გმოვლენ და მისი ბრძანებით შევლენ ის და მთელი ისრაელობა მასთან ერთად და მთელი საზოგადოება.
- მეფეთა ა 14:24გაიტანჯნენ იმ დღეს ისრაელიანები, რადგან დააფიცა საულმა ხალხი და უთხრა: წყეულიმც იყოს, ვინც პური შეჭამოს საღამომდე, როცა შურს ვიძიებ მტრებზე. და ხალხსაც პირი არ მიუკარებია საჭმელისთვის.
- მეფეთა ა 13:11უთხრა სამუელმა: რა გააკეთე? მიუგო საულმა: დავინახე, რომ მეფანტებოდა ხალხი და შენც არ მოხვედი დათქმულ დროს. ფილისტიმელები კი მიქმაშში არიან შეკრებილნი.
- ესაია 28:16ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ქვა დავდგი სიონზე საძირკვლად, ქვა გამონაცადი, ძვირფასი ქვაკუთხედი, მყარი საძირკველი; მასზე დანდობილი, არ აჩქარდება.
- ფსალმუნები 106:13აჩქარდნენ, დაივიწყეს საქმენი მისნი, არ დაელოდნენ მის რჩევას.
- იესო ნავეს ძე 9:14გამოართვეს ისრაელიანებმა საგზალი, ისე რომ არც დაკითხვიან უფლის ბაგეს.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 14
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში