გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

მეფეთა ა 14:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

მეფეთა ა 14:25

მთელი ხალხი ტყეში წავიდა, და აჰა, თაფლი დევს მიწაზე.

მეფეთა ა 14:25 · საქართველოს საპატრიარქო

მეფეთა ა 14:25 კონტექსტში

14:23იხსნა უფალმა იმ დღეს ისრაელი. ბეთ-ავენს გადასწვდა ბრძოლა.

14:24გაიტანჯნენ იმ დღეს ისრაელიანები, რადგან დააფიცა საულმა ხალხი და უთხრა: წყეულიმც იყოს, ვინც პური შეჭამოს საღამომდე, როცა შურს ვიძიებ მტრებზე. და ხალხსაც პირი არ მიუკარებია საჭმელისთვის.

14:25მთელი ხალხი ტყეში წავიდა, და აჰა, თაფლი დევს მიწაზე.

14:26შევიდა ხალხი ტყეში და, აჰა, თაფლის ღვარია, მაგრამ არავის მიუტანია ხელი პირთან, რადგან ფიცის ეშინოდა ხალხს.

14:27არ ჰქონდა გაგებული იონათანს, რომ დააფიცა მამამისმა ხალხი. გაიწოდა ჯოხი, ხელში რომ ეჭირა, ჩააწო მისი წვერი გოლეულში და პირთან მიიტანა ხელი, და გაუნათდა თვალები.

პარალელური ადგილები: მეფეთა ა 14:25

განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 14

სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში