
მეფეთა ა 14:41 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა საულმა უფალს: ღმერთო ისრაელისა! აბა, ვინ არის უბრალო? დაკავდნენ იონათანი და საული, ხალხი კი გაშვებული იქნა.
მეფეთა ა 14:41 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 14:41 კონტექსტში
14:39რადგან, ვფიცავ უფალს, ისრაელის მხსნელს, თუ ჩემს ძეს იონათანს აწევს ცოდვა, სიკვდილი არ ასცდება. პასუხი არვის გაუცია ხალხიდან.
14:40უთხრა მთელ ისრაელს: თქვენ ერთ მხარეს იყავით, ხოლო მე და ჩემი ძე იონათანი მეორე მხარეს ვიქნებით. მიუგო ხალხმა: როგორც გენებოს, ისე მოიქეცი.
14:41უთხრა საულმა უფალს: ღმერთო ისრაელისა! აბა, ვინ არის უბრალო? დაკავდნენ იონათანი და საული, ხალხი კი გაშვებული იქნა.
14:42თქვა საულმა: წილი გვიყარეო მე და ჩემს ძეს იონათანს. და დაკავდა იონათანი.
14:43უთხრა საულმა იონათანს: გამომიტყდი, რა ჩაიდინე? გამოუტყდა იონათანი და უთხრა: ჩემი ჯოხის წვერიდან, ხელში რომ მეჭირა, ცოტაოდენი თაფლი ვიგემე. აჰა, მზადა ვარ სასიკვდილოდ.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 14:41
- მოციქულთა საქმენი 1:24ილოცეს და თქვეს: უფალო, ყველას გულთამხილავო, გვიჩვენე ამ ორთაგან ერთი, რომელიც ამოირჩიე.
- იესო ნავეს ძე 7:16ადგა იესო დილაადრიანად და გამოაყვანინა ისრაელიდან თითო-თითო შტო; დაჭერილი იქნა იუდას შტო.
- იესო ნავეს ძე 7:18მოაყვანინა თითო-თითო კაცი მისი სახლიდან და დაჭერილი იქნა ყაქანი, ძე ქარმისა, ძისა ზაბდისა, ძის ზარახისა, იუდას შტოდან.
- მეფეთა ა 10:20სათითაოდ მიიყვანა სამუელმა ისრაელის ყველა ტომი და ბენიამინის ტომს ხვდა წილი.
- მეფეთა ა 10:21მიიყვანა ბენიამინის ტომი საგვარეულოებისდა მიხედვით და მატრის საგვარეულოს ხვდა წილი. მერე საულს, კიშის ძეს, ხვდა წილი. დაუწყეს ძებნა და ვერსად იპოვეს.
- იონა 1:7თქვა ერთმანეთში ხალხმა: მოდით, წილი ვყაროთ და გავიგოთ, ვის გამო ჩავცვივდით ამ განსაცდელში. ყარეს წილი და შეხვდა წილი იონას.
- იგავესნი 16:33წილს უბიდან ყრიან, მაგრამ ყოველი განაჩენი უფლისგან მოდის.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 14
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში