
მეფეთა ა 14:46 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაეცალა საული ფილისტიმელებს და დაბრუნდნენ ფილისტიმელები თავიანთ ადგილზე.
მეფეთა ა 14:46 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 14:46 კონტექსტში
14:44თქვა საულმა: ასე და ასე მიყოს ღმერთმა, დღესვე თუ არ მოკვდე, იონათან!
14:45უთხრა ხალხმა საულს: ნუთუ უნდა მოკვდეს იონათანი, რომელმაც ასეთი დიდი გმირობა ჩაიდინა ისრაელში? ეს არ მოხდება! უფალს ვფიცავთ, რომ ერთი ღერი თმაც არ დავარდება მისი თავიდან მიწაზე, რადგან ღვთით მოქმედებდა დღეს იგი. ასე იხსნა ხალხმა იონათანი და არ მოკვდა იგი.
14:46გაეცალა საული ფილისტიმელებს და დაბრუნდნენ ფილისტიმელები თავიანთ ადგილზე.
14:47იპყრა საულმა მეფობა ისრაელზე და ებრძოდა ირგვლივ ყველა მტერს - მოაბს, ყამონიანებს, ედომს, ციბას მეფეებს, ფილისტიმელებს და, საითკენაც არ უნდა წასულიყო, ყველგან იმარჯვებდა.
14:48შექმნა ლაშქარი და დაამარცხა ყამალეკი, და იხსნა ისრაელი მძარცველებისგან.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 14
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში