
მეფეთა ა 15:32 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თქვა სამუელმა: მომიყვანეთ აგაგი, ყამალეკის მეფე. მოვიდა მასთან შებორკილი აგაგი და იფიქრა აგაგმა: ნამდვილად ამცდა მწარე სიკვდილი.
მეფეთა ა 15:32 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 15:32 კონტექსტში
15:30თქვა საულმა: შევცოდე. ახლა ჩემი ერის უხუცესების და ისრაელის წინაშე მაინც მომაგე პატივი და წამომყევი, რომ თაყვანი ვცე უფალს, შენს ღმერთს.
15:31წაჰყვა სამუელი საულს და თაყვანი სცა საულმა უფალს.
15:32თქვა სამუელმა: მომიყვანეთ აგაგი, ყამალეკის მეფე. მოვიდა მასთან შებორკილი აგაგი და იფიქრა აგაგმა: ნამდვილად ამცდა მწარე სიკვდილი.
15:33თქვა სამუელმა: როგორც უშვილო ქმნა შენმა მახვილმა დედაკაცები, ასევე უშვილო იქნება დედაშენი ქალთა შორის და აჩეხა სამუელმა აგაგი გილგალში უფლის წინაშე.
15:34გაბრუნდა სამუელი რამათს, საული კი თავის სახლში, საულის გიბყაში წავიდა.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 15:32
- თესალონიკელთა მიმართ ა 5:3ვინაიდან როცა იტყვიან: მშვიდობა და უშიშობაო, სწორედ მაშინ დაატყდებათ თავზე სიკვდილი, როგორც ტკივილი - მშობიარეს, და ვერ წაუვლენ.
- იერემია 48:44შიშისგან გაქცეული ხაროში ჩავარდება, ხაროდან ამოსული ხაფანგში გაებმება, რადგან მოვაწევ მოაბზე მისი განკითხვის წელიწადს, ამბობს უფალი.
- გამოცხადება 18:7რამდენადაც მოჰქონდა თავი დიდებით და ფუფუნებით, იმდენადვე მიაგეთ ტანჯვა-ვაება; რადგანაც გულში ამბობს: დედოფლად ვზივარ, ქვრივი როდი ვარ, და არ ვიხილავ გლოვას.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 15
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში