გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

მეფეთა ა 16:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

მეფეთა ა 16:22

შეუთვალა საულმა იესეს: დარჩეს ჩემთან დავითი და იდგეს ჩემ წინაშე, რადგან მადლი ჰპოვა ჩემს თვალში.

მეფეთა ა 16:22 · საქართველოს საპატრიარქო

მეფეთა ა 16:22 კონტექსტში

16:20აჰკიდა იესემ სახედარს პური და ერთი ტიკი ღვინო, გამოიყვანა ერთი ციკანი და გაატანა დავითს, თავის შვილს, საულთან.

16:21მივიდა დავითი საულთან და დადგა მის წინაშე. ძალზე შეიყვარა იგი საულმა და თავის საჭურველთმტვირთველად დანიშნა.

16:22შეუთვალა საულმა იესეს: დარჩეს ჩემთან დავითი და იდგეს ჩემ წინაშე, რადგან მადლი ჰპოვა ჩემს თვალში.

16:23როცა კი შემოაწვებოდა ბოროტი სული ღვთისაგან საულს, აიღებდა დავითი ქნარს და უკრავდა; ამოისუნთქავდა საული, უკეთ ხდებოდა, გაეცლებოდა ბოროტი სული.

განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 16

სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში