
მეფეთა ა 17:52 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაშინ წამოიშალნენ ისრაელისა და იუდას მებრძოლები და ყიჟინით დაედევნენ ფილისტიმელებს ხეობამდე და ყეკრონის კარიბჭეებამდე. ეცემოდნენ განგმირული ფილისტიმელები შაყარაიმის გზაზე, გათამდე და ყეკრონამდე.
მეფეთა ა 17:52 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 17:52 კონტექსტში
17:50სძლია დავითმა ფილისტიმელს შურდულითა და ქვით; დაამარცხა ფილისტიმელი და მოკლა იგი. მახვილი არ სჭერია ხელში დავითს.
17:51მიირბინა დავითმა და თავზე დაადგა ფილისტიმელს; აიღო მისი მახვილი, იშიშვლა და მოაკვდინა იგი; მახვილით მოსჭრა თავი. დაინახეს ფილისტიმელებმა, რომ მკვდარი იყო მათი გმირი, და გაიქცნენ.
17:52მაშინ წამოიშალნენ ისრაელისა და იუდას მებრძოლები და ყიჟინით დაედევნენ ფილისტიმელებს ხეობამდე და ყეკრონის კარიბჭეებამდე. ეცემოდნენ განგმირული ფილისტიმელები შაყარაიმის გზაზე, გათამდე და ყეკრონამდე.
17:53მობრუნდნენ უკან ისრაელიანები ფილისტიმელთა მდევარიდან და გაძარცვეს მათი ბანაკი.
17:54აიღო დავითმა ფილისტიმელის თავი და მიიტანა იგი იერუსალემს, ხოლო მისი საჭურველი თავის კარავში დააწყო.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 17:52
- იესო ნავეს ძე 15:11მისდევს საზღვარი ყეკრონის ჩრდილო მხარეს, უხვევს საზღვარი მიქრონისკენ, გადის ბაყალას მთაზე და აღწევს იაბნიელს. წყდება საზღვარი ზღვასთან.
- მეფეთა ბ 23:10შეიმართა იგი და მუსრავდა ფილისტიმელებს, ვიდრე მარჯვენა ხელი არ დაუბუჟდა და მახვილის ვადას არ მიეწება. დიდი ხსნა მოიტანა იმ დღეს უფალმა. მხოლოდ ნადავლისთვის გაჰყვა მას ხალხი უკან.
- მეფეთა ა 14:21ებრაელები, ადრე რომ ფილისტიმელებთან იყვნენ და ყველგან დაჰყვებოდნენ მათ ბანაკს, ახლა ისრაელიანებს შეუერთდნენ, რომელნიც თან ახლდნენ საულსა და იონათანს.
- მეფეთა ა 14:22ეფრემის მთებში მიმალულმა ყველა ისრაელიანმა გაიგო ფილისტიმელების უკუქცევა და ისინიც გაჰყვნენ მათ ბრძოლაში.
- იესო ნავეს ძე 15:45ყეკრონი თავისი სოფლებითა და დაბებითურთ.
- იესო ნავეს ძე 15:46ყეკრონიდან ზღვისკენ ყველაფერი, რაც აშდოდს და მის სოფლებს ესაზღვრება.
- იესო ნავეს ძე 15:33ბარში: ეშთაოლი, ცორყა და აშნა;
- იესო ნავეს ძე 15:36შაყარაიმი, ყადითაიმი, ჰაგედერა, გედეროთაიმი - თოთხმეტი ქალაქი თავისი დაბებითურთ.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 17
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში